ENG
ანგარიშები
05 აპრილი, 2011

საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა სოფელ გონიოს მაგალითზე, მარტი 2011

2011 წლის 5 აპრილს ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ: ასოციაცია "მწვანე ალტერნატივამ", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" და "საქართველოს რეგიონულმა მედია ასოციაციამ" წარმოადგინეს ანგარიში "საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა სოფელ გონიოს მაგალითზე".

28 მარტი, 2011

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართვა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფში მონაწილე პარტიებისადმი

თავისუფალი და დემოკრატიულო არჩევნების უზრუნველყოფის ერთ-ერთი უპირველესი და აუცილებელი წინაპირობა, სამართლებრივად გამართული საარჩევნო კანონმდებლობა და ამ კანონმდებლობის აღსრულების პოლიტიკური ნებაა.

15 დეკემბერი, 2010

საპროცესო შეთანხმება საქართველოში - შეთანხმებული სამართალი

საქართველოში საპროცესო შეთანხმების შემოღება ფეხდაფეხ მოჰყვა 2003 წლის 23 ნოემბრის „ვარდების რევოლუციას“. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2004 წლის 13 თებერვალს შევიდა. ინოვაციის თავდაპირველ მიზნად კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა იყო დასახელებული.

14 ივლისი, 2010

საბოლოო ანგარიში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ წინასაარჩევნო კამპანიისთვის, 14 ივლისი

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წინასაარჩევნო გარემოს აკვირდებოდა 15 მარტიდან (არჩევნების დღის დანიშვნამდე) არჩევნების შედეგების შეჯამებამდე. ორგანიზაცია ყურადღებას ადმინისტრაციული რესურსების ოთხ ძირითად სახეობაზე ამახვილებდა. ესენია: სამართლებრივი (მარეგულირებელი), ფინანსური, ინსტიტუციური (მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური) და ხისტი რესურსები.

21 ივნისი, 2010

მიეცეს თავისუფლება საქართველოს სკოლებს?

2005 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ზოგადი განათლების შესახებ”, რომელიც ითვალისწინებდა სასკოლო სისტემის მართვის სწრაფ და რადიკალურ რეფორმირებას მისი დეცენტრალიზაციის გზით. სკოლებში დაფუძნდა სამეურვეო საბჭოები, რომლებიც უფლებამოსილი არიან დანიშნონ და გაათავისუფლონ სკოლების დირექტორები და შეიმუშაონ სკოლის ბიუჯეტი. დაინერგა სასკოლო ვაუჩერების ახალი სისტემაც, რომელიც მშობლებს არჩევანის საშუალებას აძლევს და სკოლას, თეორიულად მაინც, საკუთარი ბიუჯეტის მართვის უფლებას ანიჭებს.

15 ივნისი, 2010

კომენტარები უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის 25 მაისის წინასაარჩევნო ანგარიშზე, 15 ივნისი

ამ დოკუმენტში მოცემულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” კომენტარები „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის” (შემდგომ _ „უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი”) მიერ 25 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციების მიერ განხორციელებუ

09 ივნისი, 2010

საქართველოს საგადასახადო სისტემის მიმოხილვა

საგადასახადო დაბეგვრა ფუნდამენტურია სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და მის მიერ მომსახურების გაწევის თვალსაზრისით, მაგრამ საქართველოსთვის იგი წლების განმავლობაში უდიდესი პრობლემა იყო. „ვარდების რევოლუციამდე” გადასახადების გადახდისთვის თავის არიდება, რაც სახელმწიფოს სისუსტესა და კორუმპირებულობას გამოხატავდა, მომსახურების გაწევას სერიოზულად აფერხებდა.

08 ივნისი, 2010

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მიერ ხმის მიცემის პროცესის მონიტორინგის ანგარიში, 8 ივლისი

1 193 წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირიდან კონსტიტუციური უფლების რეალიზება – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება – მხოლოდ ერთმა შესძლოკენჭისყრის დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლები ამავე საპყრობილეებში აძლევდნენ ხმას2010 წლის 30 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დააკვირდა წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა ადგილობრივი თ

28 მაისი, 2010

მესამე შუალედური ანგარიში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის, 25 მაისი

ადმინისტრაციული რესურსების წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენების მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში 2010 წლის 6 მაისიდან 24 მაისამდე პერიოდს მოიცავს. ის ყურადღებას ადმინისტრაციული რესურსების სამ ძირითად ტიპზე - ხისტ, მატერიალურ-ტექნიკურ და ადამიანურ - რესურსებზე ამახვლებს.

გვერდები