რეგიონული ოფისები | საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
რეგიონული ოფისები
07 აპრილი, 2021

სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების ხარჯები 2020 წელს

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ 2020 წელს გაწეული ხარჯები, რამაც ჯამურად 5,182,978 ლარი შეადგინა.

05 აპრილი, 2021

ქუთაისის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯები 2017-2020 წლებში

  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2017 წლიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ, რაც ჯამურად 22,551,848  ლარს შეადგენს.

17 თებერვალი, 2021

სენაკის საკრებულოს წევრის კომპანია ტენდერებს იგებს

 სენაკის საკრებულოს წევრმა, დათო ადამიამ და მისმა კომპანია - შპს “დაგიმ” 2011 წლიდან დღემდე ჯამში 87 ტენდერი მოიგო. ასევე მიიღო 80 გამარტივებული შესყიდვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 6,779,143 ლარი შეადგინა.

03 თებერვალი, 2021

ქობულეთის, ფოთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების საეჭვო ტენდერები კომპანია „ჯორჯიან სტოუნთან”

 ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის, ბადრი რომანაძის კომპანია „ჯორჯიან სტოუნი” ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან ისევ დიდ მოგებას იღებს - კომპანიამ 2020 წელს ელექტრონული ტენდერებიდან მიღებული შემოსავლის 58% (5,837,734 ლარი) ქობულეთის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან მიიღო.

20 იანვარი, 2021

აჭარის მუნიციპალიტეტებს ა(ა)იპების შენახვა წელიწადში 41 მილიონ ლარზე მეტი უჯდებათ

  აჭარის 6 მუნიციპალიტეტში (ბათუმი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო, ქობულეთი) სულ 52 ა(ა)იპი ფუნქციონირებს, სადაც 6,991 დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად დაახლოები 3,444,517.35 ლარი, წლიურად კი  - 41,334,208.2 ლარი იხარჯება.

გვერდები