უკან გადადგმული ნაბიჯები საბიუჯეტო დაგეგმვაში (სრული ანალიზი)
მიხეილ კუკავა 1. პროგრამული ბიუჯეტირება და მუხლებს და კოდებს შორის შიდა–პროგრამული გადანაწილების ზღვრის გაუქმება
მიხეილ კუკავა 1. პროგრამული ბიუჯეტირება და მუხლებს და კოდებს შორის შიდა–პროგრამული გადანაწილების ზღვრის გაუქმება
საქართველოს სარეკლამო სექტორი კონკურენციის ნაკლებობით ხასიათდება. საქართველოს სარეკლამო სექტორი კონკურენციის ნაკლებობით ხასიათდება. ხშირ შემთხვევაში კომპანიების უკან ხელისუფლებასთან ასოცირებული პირები დგანან. საქართველოს სარეკლამო სექტორი კონკურენციის ნაკლებობით ხასიათდება.
ეს არის შემაჯამებელი ანგარიში საქართველოში, 2008-2011 წლებში დევნილთა განსახლებისთვის გაწეული დახმარების კოორდინაციის შესახებ. ანგარიშში მოცემულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესის მონიტორინგის შედეგები. ძირითადად გაანალიზებულია ოთხი სექტორის: მთავრობის, დონორების, დამხარების სააგენტოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთქმედება. კვლევა ასევე წარმოადგენს სისხლის სამართლის სექტორის რეფორმასა და დევნილთა განსახლების პროცესში განხორციელებული დახმარების კოორდინაციის შედარებით ანალიზს.
,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,“ ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“(ISFED), და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
ეს კვლევა მიზნად ისახავს 2009 წლის იანვარსა და 2011 წლის იანვარს შორის საქართველოში „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ რეაბილიტირებული ძველი კოლექტიური ცენტრების სარემონტო სამუშაოების ხარისხის შეფასებასა და ასევე რეაბილიტაციის შესახებ დევნილთა ზოგადი მოსაზრებებისა და დამოკიდებულების ანალიზს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია დასავლეთ საქართველოზე, სადაც „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ დევნილთა სახლების სარეაბილიტაციო პროექტების დაახლოებით 80 პროცენტი განახორციელა. ამასთან ერთად, ანგარიშში ჩვენ მოკლედ განვმარტავთ, თუ როგორ მუშაობს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ტენდერებში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიებთან და რა როლს ასრულებენ ისინი რეაბილიტაციის პროცესში. დასკვნით ნაწილში ხელისუფლებასა და დონორებს ვთავაზობთ რეკომენდაციებს იმისთვის, რომ მომავალში დევნილთა საცხოვრებლების რეაბილიტაციის პროექტების განხორციელებისას მათ ანგარიშვალდებულების უფრო მაღალი ხარისხით იმოქმედონ.
მოგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ახალი თაობა – ახალი ინიციატივა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2010 წლის ნოემბრიდან აქტიურად ვაკვირდებოდით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით გამართულ მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით მიმდინარეობდა.