სამოქალაქო საზოგადოება "პალიტრა მედიას" სოლიდარობას უცხადებს
ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, უკიდურესი შეშფოთებით ვეხმიანებით საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და დამოუკიდებელი მედიაჰოლდინგის, „პალიტრა მედიის“, ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.
ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, უკიდურესი შეშფოთებით ვეხმიანებით საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და დამოუკიდებელი მედიაჰოლდინგის, „პალიტრა მედიის“, ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.
სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე სამაუწყებლო კომპანია „ფორმულას“ სიცოცხლისუნარიანობას და გაზარდოს სარედაქციო წნეხი ჟურნალისტებზე.
2023 წლის 14 მარტს გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის მოსაზრება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.[1] მმართველი პარტიის განმარტებით, დაინიციირებული ცვლილებები მიზნად ისახავდა ევროკომისიის მიერ 12 პუნქტიანი რეკომენდაციების მართლმსაჯულების ნაწილის შესრულებას.
ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა დაგაფართოებისა საკითხებში ბატონ ოლივერ ვარჰეის ბატონო ოლივერ,
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 2-3 და 7-9 მარტს, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ ძალის გამოყენების პარალელურად, ადგილი ჰქონდა დემონსტრანტების მასობრივ უკანონო დაკავებას. იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო დაკავებულების ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი კვლავ დგას დღის წესრიგში.
მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი რუსული კანონის გარშემო არსებული ლეგიტიმური პროტესტის განმავლობაში, მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში მიზანმიმართულად ეშლებოდათ ხელი, აქციების დაშლის პროცესში სამართალდამცავები ხშირად ძალადობდნენ, იყენებდნენ არაპროპორციულ ძალას და მიზანმიმართულად უშლიდნენ ხელს ჟურნალისტებსა და ოპერატორებს გა
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები 2015 წლიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს პარლამენტთან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიმართულებით.
უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ ორი პროექტი საპარლამენტო უმრავლესობის იმ 9 წევრმა დააინიცირა, რომლებიც თავს “ხალხის ძალას” უწოდებენ. ჯგუფი პირველად 2022 წლის აგვისტოში გამოჩნდა და დღემდე არ არის რეგისტრირებული არც ცალკე პოლიტიკურ პარტიად და არც ცალკე ფრაქციად/ჯგუფად პარლამენტში.
მადლობა ახალგაზრდებს, ქალებს, მშრომელებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, ექიმებს, კულტურის და სპორტის წარმომადგენლებს, მეღვინეებს, მეწარმეებს, ფერმერებს, ყველას, ვინც დგას ისტორიის სწორ მხარეს და ხელისუფლების ძალადობისა და რეპრესიის პირობებში თავის აზრს გამოხატავს! რუსული კანონის მიღებისა და ევროპული კურსიდან გადახვევის წინააღმდეგ საზოგადოების შეუპოვარმა ბრძოლამ პირველადი შედეგი გამოიღო.
2023 წლის 7-8 მარტს, არსებითად მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ პოლიციამ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა. მათ შორის, ადგილი ჰქონდა მასობრივ დაკავებას. Შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 66 პირი, ზოგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაზიანებას, მათ შორის, არასათანადო მოპყრობის ფორმით.