მისია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2000 წლის 7 მაისს დაარსდა, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობით საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენი მისიაა, ვიყოთ საქართველოში მიმდინარე კორუფციის რეფორმის შესახებ პირველწყარო; დავეხმაროთ მთავრობასა და ზოგადად საზოგადოებას იმ სექტორთა რეფორმირების პროცესის წინ წაწევაში, სადაც დღეს კორუფცია ჯერ კიდევ არსებობს; ავაშენოთ და გავაძლიეროთ ინსტიტუტები და ხელი შევუწყოთ კარგ მმართველობას. ბოლო წლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გახდა ადვოკატირებაზე დაფუძნებული წამყვანი არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია საქართველოში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გახლავთ საერთაშორისო გამჭვირვალობის ეროვნული ბიურო. თავის მხრივ, საერთაშორისო გამჭვირვალობა წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც იბრძვის მსოფლიოში კორუფციის წინააღმდეგ. ის ერთ გლობალურ კოალიციაში უყრის თავს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესსა და მთავრობებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საკუთარი საერთაშორისო სამდივნოს და 90–ზე მეტი დამოუკიდებელი ეროვნული ბიუროების მეშვეობით მოღვაწეობს სადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა ავრცელებს ცოდნას კორუფციის მავნე შედეგების შესახებ, ახორციელებს პოლიტიკის რეფორმის ადვოკატირებას, მუშაობს მრავალმხრივი კონვენციების იმპლემენტაციის კუთხით და კონტროლს უწევს მთავრობების, კორპორაციებისა და ბანკების მიერ მათ შესრულებას. ეროვნულ დონეზე საერთაშორისო გამჭვირვალობის ეროვნული ბიუროები ემსახურებიან ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდას, ახდენენ ქვეყანაში არსებული მთავარი ინსტიტუტების მონიტორინგს და კორუფციის აღმოსაფხვრელად საჭირო რეფორმებს ადვოკატირებენ. ორგანიზაციის მთავარი პრონციპია არ მიემხროს არც ერთ პოლიტიკურ ძალას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ თავისი საქმიანობით ცდილობს საქართველო გახდეს ქვეყანა, სადაც მოქალაქეები პოლიტიკის შექმნაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც მთავრობისა და ბიზნესის გამჭვირვალედ და ღიად მუშაობა ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იქნება და სადაც კორუფციის შემთვხვევები არც ერთ დონეზე არ იარსებებს.
მიზნები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის ხელშეწყობა და გაძლიერება, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის განვითარება, სახელმწიფო ორგანოების გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე მათი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპებია:
- ყოვლისმომცველი, სიღრმისეული და ობიექტური ანალიზების განხორციელება;
- გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლების მიზნით პრო აქტიული ადვოკატირების ეფექტური განხორციელება;
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მუშაობაში საზოგადოების ჩაბმულობის ხელშეწყობა და წახალისება იმისათვის, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საქმიანობა სრულად შეესაბამებოდეს და გამოხატავდეს ქართული საზოგადოების ყოველი ნაწილის ინტერესებსა და საჭიროებებს.
- ტექნოლოგიური ინოვაციების გამოყენების წახალისება და ხელშეწყობა.