ანგარიშები | საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
ანგარიშები
18 ოქტომბერი, 2011

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,“ ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“(ISFED), და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

21 სექტემბერი, 2011

ანგარიშვალდებულება დახმარების განხორციელებისას - კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში

ეს კვლევა მიზნად ისახავს 2009 წლის იანვარსა და 2011 წლის იანვარს შორის საქართველოში „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ რეაბილიტირებული ძველი კოლექტიური ცენტრების სარემონტო სამუშაოების ხარისხის შეფასებასა და ასევე რეაბილიტაციის შესახებ დევნილთა ზოგადი მოსაზრებებისა და დამოკიდებულების ანალიზს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია დასავლეთ საქართველოზე, სადაც „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ დევნილთა სახლების სარეაბილიტაციო პროექტების დაახლოებით 80 პროცენტი განახორციელა. ამასთან ერთად, ანგარიშში ჩვენ მოკლედ განვმარტავთ, თუ როგორ მუშაობს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ტენდერებში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიებთან და რა როლს ასრულებენ ისინი რეაბილიტაციის პროცესში. დასკვნით ნაწილში ხელისუფლებასა და დონორებს ვთავაზობთ რეკომენდაციებს იმისთვის, რომ მომავალში დევნილთა საცხოვრებლების რეაბილიტაციის პროექტების განხორციელებისას მათ ანგარიშვალდებულების უფრო მაღალი ხარისხით იმოქმედონ.

13 ივლისი, 2011

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე პოლიტიკურ პარტიებს

მოგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ახალი თაობა – ახალი ინიციატივა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2010 წლის ნოემბრიდან აქტიურად ვაკვირდებოდით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით გამართულ მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

13 ივლისი, 2011

საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა დაბა მესტიის მაგალითზე, 2011 წლის ივლისი

2011 წლის 12 ივლისს ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "საქართველოს რეგიონული მედია ასოციაცია"– პროექტის „საკუთრებია უფლების დაცვა საქართველოში“ ფარგლებში წარმოადგინა მეორე, შუალედური ანგარიში.

27 მაისი, 2011

დაინტერესებულ მხარეთა სემინარი: საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის (NIS) შეფასება.

ორშაბათს, 30 მაისს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" გამართავს სემინარს საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების შესახებ. ეს არის ხარისხოვრივი კვლევა, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა და მოიცავს იმ 12 ინსტიტუტის ფუნქციისა და სიძლიერის ანალიზს, რომლებიც წამყვან როლს ასრულებენ საქართველოში კორუფციასთან ბრძოლასა და მის პრევენციაში.

გვერდები