საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის შეფასება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის შეფასება

14 მარტი, 2017

ბათუმი, 14 მარტი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წარადგენს კვლევას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ანგარიშში განხილულია ის ძირითადი გამოწვევები, რაც წლების განმავლობაში აფერხებდა მაუწყებლის განვითარებას და დღემდე პრობლემურად რჩება, მათ შორის:

  • ადმიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული რიგი საკითხები, როგორიცაა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვიანობა, ხელფასების სამართლიანი გადანაწილება, სამუშაოს ხარისხის შეფასება და ა.შ.

  • მაუწყებლის შენობა გამოუსადეგარია ტელევიზიისა და რადიოსთვის, თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის გეგმა.

  • პროგრამული პრიორიტეტების შედგენისა და ბადის დაგეგმვისას მაუწყებელი საკმარისად არ იყენებს კვალიფიციურ, რეპრეზენტატულ კვლევებს, რის შედეგადაც, შესაძლოა, ის ვერ ახერხებს ადეკვატურად უპასუხოს მოსახლეობის მოთხოვნებს. დაბალია ტელევიზიის რეიტინგიც.

  • წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა კონფლიქტური ურთიერთობა მრჩეველთა საბჭოსა და დირექტორს შორის, რამაც, შესაძლოა შეაფერხა მაუწყებლის განვითარება.

  • იკვეთება ხარვეზები ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის, ასევე შესყიდვების განხორციელების პროცესში.

ანგარიშში მოცემულია არსებული პრობლემების გადაჭრაზე მიმართული დეტალური რეკომენდაციები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო უკვე სამი წელიწადია საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსით არსებობს. მისი ჩამოყალიბება გრძელვადიანი პროცესი იყო, რომელიც არაერთი ხარვეზის ფონზე წარიმართა.

                 

 

 

print