ENG
ანგარიშები
04 თებერვალი, 2010

საქართველოს საჯარო სამსახურის რეფორმა: დიდი კორპორაცია თუ კონკურენტული ბაზარი?

საჯარო სამსახურის რეფორმა ქართული სახელმწიფოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გარდაქმნის ქვაკუთხედად შეიძლება ჩაითვალოს. ერთი მხრივ, რეფორმირებულმა საჯარო სამსახურმა სახელმწიფო ინსტიტუტების ქმედითობის ეფექტური მექანიზმები უნდა შექმნას. ამავე დროს, საჯარო სამსახურმა მოქალაქეების სამართლიანად და თანასწორად მომსახურება უნდა უზრუნველყოს. ეფექტური საჯარო სამსახური ასევე უმნიშვნელოვანესია საქართველოს მიერ საერთაშორისოდ აღიარებული მიზნების მისაღწევად, რადგან აუცილებელი სამუშაო პოლიტიკურად ნეიტრალურმა ბიუროკრატიამ უნდა დაგეგმოს და განახორციელოს.

04 თებერვალი, 2010

სტატისტიკის წარმოების სისტემა საქართველოში

სახელმწიფო სტატისტიკას, სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების სხვა მნიშვნელოვან საკითხების მსგავსად, ევროპის კავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაში დიდი ყურადღება ეთმობა (4.5.5). სამოქმედო გეგმის თანახმად, სახელმწიფო სტატისტიკის სისტემაში უნდა გატარდეს ორი ძირითადი რეფორმა: (ა) საქართველომ უნდა დანერგოს სტატისტიკის წარმოების ისეთი მეთოდოლოგია, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან,

03 თებერვალი, 2010

საქართველოს თავდაცვის სფეროს რეფორმა

2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე საქმიანობა ორი მნიშვნელოვანი ტენდენციით ხასიათდება: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარების მიზნით გააქტიურებული ძალისხმევა და შესაბამისად, ნატო-ში გაწევრიანებისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესასრულებლად დაწყებული ფართომასშტაბიანი რეფორმები ინფრასტრუქტურისა და გრძელვადიანი დაგეგმვის სფეროებში. ორივე მიმართულებით წარმატება არაერთგვაროვანია: 2006 წლის ნოემბერში, რიგის ნატო-ს 21-ე სამიტზე, ნატო-ს წევრი ოცდაექვსი

03 თებერვალი, 2010

საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის რეფორმა

საქართველო, რომლის მოსახლეობის 50-55% სიღარიბის ზღვარს დაბლა, 15% კი უკიდურესი სიღარიბის პირობებში ცხოვრობს, გამართული და მდგრადი სოციალური დაცვის სისტემის შექმნას დაუყოვნებლივ საჭიროებს. საქართველომ მემკვიდრეობით მიიღო სოციალური დაცვის საბჭოური სისტემა, რომელიც პენსიონერების, უმუშევრების, უნარშეზღუდულების და მრავალშვილიანი ოჯახებისა და სხვა მრავალი ჯგუფის წარმომადგენლებს მეტნაკლებად ნორმალურ პირობებში ცხოვრების გარანტიას უქმნიდა. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ ვერც სოციალური დაცვის ასეთი გულუხვი სისტემის ფინანსური უზრუნველყოფა შეძლო და ვერც შემორჩენილი მოდელის ძირეულად შეცვლა.

03 თებერვალი, 2010

სახელმწიფო დასაქმების პროგრამები: პოლიტიკისგან შორს?

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დასაქმების პროგრამები 2006 წლის შემდეგ ტრადიციად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები უმუშევრობის რეალურ მაჩვენებელს სრულად ვერ ასახავს, ამ პრობლემის სიმწვავე ცხადად იკვეთება მისთვის დათმობილი ყურადღებით, განსაკუთრებით, პოლიტიკური დაძაბულობის ზრდის პირობებში.

03 თებერვალი, 2010

ხუთლარიანი სადაზღვევო პოლისი

2008 წლის 12 თებერვალს, პარლამენტისადმი ყოველწლიური მიმართვის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა სახელმწიფოს მიერ თანადაფინასებული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სქემის ამოქმედების შესახებ. ხსენებული სქემა პოტენციურად ვრცელდება იმ ერთ მილიონ ადამიანზე, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებული სხვა უფასო სქემებით ვერ სარგებლობენ.შემოთავაზებული პაკეტი მოიცავს ძირითად რისკებს და სამი ნაწილისგან შედგება:უბედური შემთხვევის შედეგად საჭირო სამედიცინო მომსახურება, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება.პოლისის ფასი თვეში 5 ლარია, საიდანაც 3,35 ლარს სახელმწიფო იხდის.

03 თებერვალი, 2010

საქართველოს სასამართლო სისტემის გადახალისება

სასამართლო საქართველოში ტრადიციულად ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტად ითვლება, რომელთან კავშირსაც ყველა გაურბის. ამიტომაც, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროიდან მოყოლებული დღემდე სასამართლო ხელისუფლების რეფორმა მთავრობის დღის წესრიგში დგას. სასამართლოს მიმართ საზოგადოების უნდობლობა გარკვეულ ტრადიციად იქცა.

03 თებერვალი, 2010

სურსათის უვნებლობა საქართველოში

სურსათის უვნებლობა თავისთავად მნიშვნელოვანია, თუმცა ამ საკითხის არსი სცილდება ხინკლის წვენის ტანისამოსზე დაწვეთების პრობლემას. ისეთი საკითხები, უსაფრთხოება, აგრარული პოლიტიკა, იმპორტის როგორიცაა სასურსათო ჩანაცვლება, საექსპორტო ბაზრები და თავისუფალი ვაჭრობა, ირიბად უკავშირდება ჩვენი ხინკლის უვნებლობის უზრუნველსაყოფად დადგენილ (თუ ჯერაც დასადგენ)

03 თებერვალი, 2010

გორბი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო: წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის შედეგები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” „გორბი-გელაპის საერთაშორისო ცენტრის” დახმარებით ახორციელებს ქართული მედიის მონიტორინგს 2007 წლის 17 ნოემბრიდან 2008 წლის 5 იანვრამდე პერიოდში. მონიტორინგის ფარგლებში იზომება:

03 თებერვალი, 2010

საპრეზიდენტო არჩევნები – ადმინისტრაციული რესურსების წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის გამოყენების მონიტორინგი

2008 წლის 5 იანვარს დაგეგმილი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისა და პლებისციტის სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოს მომავალი.

გვერდები