ENG
პუბლიკაციები
04 თებერვალი, 2010

შიდა კონტროლის ინსტიტუციები საქართველოში:შიდა პოლიცია თუ შიდა აუდიტი?

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მიხედვით საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშაოს სტრატეგიული დოკუმენტი და საკანონმდებლო ჩარჩო შიდა სახელმწიფოებრივი ფინანასური კონტროლისთვის. ამასთანავე, საზოგადოებრივი შემოსავლების, დანახარჯების,აქტივებისა და ვალდებულებების კონტროლი და აუდიტი საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში უნდა იქნას მოყვანილი. OEჩD-ის ანგარიში ანტიკორუფციული ქმედებების მონიტორინგის შესახებ მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს შიდა კონტროლის ისეთი ინსტიტუტების განვითარებას,როგორიცაა გენერალური ინსპექცია.

04 თებერვალი, 2010

ასი ახალი საავადმყოფო საქართველოსთვის:რამდენ წელს იმუშავებენ ისინი?

2007 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ წამოიწყო ჰოსპიტალური სექტორის რეფორმის ეროვნული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს „100 ახალი საავადმყოფოს” მშენებლობას. პროგრამის მიზანია თბილისსა და რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა საავადმყოფოს პრივატიზაცია პირდაპირი მიყიდვის წესით. წინამდებარე

04 თებერვალი, 2010

პოლიტიკური პარტიები საქართველოში:დაფინანსების საკითხები

პოლიტიკური პარტიები თანამედროვე დემოკრატიის ფუნქციონირების აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს. პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზების დონე ხშირად მოცემულ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის სანდო საზომადაც მოჰყავთ. პოლიტიკური პარტიების სისტემის შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისეთ ქვეყნებშია, რომლებიც დემოკრატიის ფუნქციონირების ხანმოკლე ან არაერთგვაროვანი ისტორიით ხასიათდებიან.

04 თებერვალი, 2010

საკუთრების უფლების დაცვა პოსტრევოლუციურ საქართველოში

საკუთრების უფლების დაცვის მყარი გარანტია ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. კერძო საკუთრება, საერთო საკუთრებისაგან განსხვავებით, რომლის დროსაც ქონება ერთობლივად შეიძლება ეკუთვნოდეს რამდენიმე პირს და თითოეული მათგანი ჩაითვლება ამ ქონების თანამესაკუთრედ, უკვე დიდი ხანია აღიარებულია ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობად. ეს უფლება დაცულია თითქმის ყველა თანამედროვე სახელმწიფოს კანონმდებლობაში.

04 თებერვალი, 2010

საქართველოს საჯარო სამსახურის რეფორმა: დიდი კორპორაცია თუ კონკურენტული ბაზარი?

საჯარო სამსახურის რეფორმა ქართული სახელმწიფოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გარდაქმნის ქვაკუთხედად შეიძლება ჩაითვალოს. ერთი მხრივ, რეფორმირებულმა საჯარო სამსახურმა სახელმწიფო ინსტიტუტების ქმედითობის ეფექტური მექანიზმები უნდა შექმნას. ამავე დროს, საჯარო სამსახურმა მოქალაქეების სამართლიანად და თანასწორად მომსახურება უნდა უზრუნველყოს. ეფექტური საჯარო სამსახური ასევე უმნიშვნელოვანესია საქართველოს მიერ საერთაშორისოდ აღიარებული მიზნების მისაღწევად, რადგან აუცილებელი სამუშაო პოლიტიკურად ნეიტრალურმა ბიუროკრატიამ უნდა დაგეგმოს და განახორციელოს.

04 თებერვალი, 2010

სტატისტიკის წარმოების სისტემა საქართველოში

სახელმწიფო სტატისტიკას, სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების სხვა მნიშვნელოვან საკითხების მსგავსად, ევროპის კავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაში დიდი ყურადღება ეთმობა (4.5.5). სამოქმედო გეგმის თანახმად, სახელმწიფო სტატისტიკის სისტემაში უნდა გატარდეს ორი ძირითადი რეფორმა: (ა) საქართველომ უნდა დანერგოს სტატისტიკის წარმოების ისეთი მეთოდოლოგია, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან,

03 თებერვალი, 2010

საქართველოს თავდაცვის სფეროს რეფორმა

2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე საქმიანობა ორი მნიშვნელოვანი ტენდენციით ხასიათდება: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარების მიზნით გააქტიურებული ძალისხმევა და შესაბამისად, ნატო-ში გაწევრიანებისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესასრულებლად დაწყებული ფართომასშტაბიანი რეფორმები ინფრასტრუქტურისა და გრძელვადიანი დაგეგმვის სფეროებში. ორივე მიმართულებით წარმატება არაერთგვაროვანია: 2006 წლის ნოემბერში, რიგის ნატო-ს 21-ე სამიტზე, ნატო-ს წევრი ოცდაექვსი

03 თებერვალი, 2010

საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის რეფორმა

საქართველო, რომლის მოსახლეობის 50-55% სიღარიბის ზღვარს დაბლა, 15% კი უკიდურესი სიღარიბის პირობებში ცხოვრობს, გამართული და მდგრადი სოციალური დაცვის სისტემის შექმნას დაუყოვნებლივ საჭიროებს. საქართველომ მემკვიდრეობით მიიღო სოციალური დაცვის საბჭოური სისტემა, რომელიც პენსიონერების, უმუშევრების, უნარშეზღუდულების და მრავალშვილიანი ოჯახებისა და სხვა მრავალი ჯგუფის წარმომადგენლებს მეტნაკლებად ნორმალურ პირობებში ცხოვრების გარანტიას უქმნიდა. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ ვერც სოციალური დაცვის ასეთი გულუხვი სისტემის ფინანსური უზრუნველყოფა შეძლო და ვერც შემორჩენილი მოდელის ძირეულად შეცვლა.

03 თებერვალი, 2010

სახელმწიფო დასაქმების პროგრამები: პოლიტიკისგან შორს?

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დასაქმების პროგრამები 2006 წლის შემდეგ ტრადიციად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები უმუშევრობის რეალურ მაჩვენებელს სრულად ვერ ასახავს, ამ პრობლემის სიმწვავე ცხადად იკვეთება მისთვის დათმობილი ყურადღებით, განსაკუთრებით, პოლიტიკური დაძაბულობის ზრდის პირობებში.

03 თებერვალი, 2010

ხუთლარიანი სადაზღვევო პოლისი

2008 წლის 12 თებერვალს, პარლამენტისადმი ყოველწლიური მიმართვის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა სახელმწიფოს მიერ თანადაფინასებული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სქემის ამოქმედების შესახებ. ხსენებული სქემა პოტენციურად ვრცელდება იმ ერთ მილიონ ადამიანზე, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებული სხვა უფასო სქემებით ვერ სარგებლობენ.შემოთავაზებული პაკეტი მოიცავს ძირითად რისკებს და სამი ნაწილისგან შედგება:უბედური შემთხვევის შედეგად საჭირო სამედიცინო მომსახურება, გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება.პოლისის ფასი თვეში 5 ლარია, საიდანაც 3,35 ლარს სახელმწიფო იხდის.

გვერდები