ENG

2015 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველომ 66 ქულა მიიღო

07 სექტემბერი, 2015

თბილისი, 2015 წლის 9 სექტემბერი - „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ დღეს გამოქვეყნებული გლობალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, 2015 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველომ 100 შესაძლებელი ქულიდან 66 ქულა მიიღო. საქართველოში „ღია ბიუჯეტის შეფასება“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეასრულა.

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, „ღია ბიუჯეტის შეფასებაში“ ბიუჯეტის გამჭვირვალობის გასაზომად გამოყენებულია 109 სხვადასხვა ინდიკატორი. შეფასება 102 ქვეყანაში ჩატარდა. ეს ინდიკატორები გამოიყენება იმის შესაფასებლად, უზრუნველყოფს თუ არა ცენტრალური მთავრობა რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტის საზოგადოებისთვის დროულ ხელმისაწვდომობას და არის თუ არა ამ დოკუმენტებში შეტანილი მონაცემები ამომწურავი და სასარგებლო. აღნიშნული ინდექსი ბიუჯეტის გამჭვირვალობის მსოფლიოში ერთადერთი დამოუკიდებელი შედარებითი საზომია.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მათ შორის ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების სანახავად, ეწვიეთ ვებგვერდს: www.openbudgetsurvey.org.

  • „ღია ბიუჯეტის ინდექსი“ 2015: გლობალური ანგარიში;  

  • 102 ქვეყნის შეფასების მონაცემები;