Publications | საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
პუბლიკაციები
23 ივნისი, 2010

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესაფასებლად ჩატარებული კვლევის შედეგებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ჩაატარა კვლევა საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესაფასებლად.

23 ივნისი, 2010

არჩევნებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოებში - არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება, 17 ივნისი

თბილისი, საქართველო - 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაპერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოებში 154 საჩივარი და განცხადება წარადგინეს.

21 ივნისი, 2010

მიეცეს თავისუფლება საქართველოს სკოლებს?

2005 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ზოგადი განათლების შესახებ”, რომელიც ითვალისწინებდა სასკოლო სისტემის მართვის სწრაფ და რადიკალურ რეფორმირებას მისი დეცენტრალიზაციის გზით. სკოლებში დაფუძნდა სამეურვეო საბჭოები, რომლებიც უფლებამოსილი არიან დანიშნონ და გაათავისუფლონ სკოლების დირექტორები და შეიმუშაონ სკოლის ბიუჯეტი. დაინერგა სასკოლო ვაუჩერების ახალი სისტემაც, რომელიც მშობლებს არჩევანის საშუალებას აძლევს და სკოლას, თეორიულად მაინც, საკუთარი ბიუჯეტის მართვის უფლებას ანიჭებს.

15 ივნისი, 2010

კომენტარები უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის 25 მაისის წინასაარჩევნო ანგარიშზე, 15 ივნისი

ამ დოკუმენტში მოცემულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” კომენტარები „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის” (შემდგომ _ „უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი”) მიერ 25 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციების მიერ განხორციელებუ

15 ივნისი, 2010

მედიაცენტრში გაერთიანებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას აფასებენ, 15 ივნისი

თბილისი, საქართველო - „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი” 2010 წლის 13 აპრილს შეიქმნა. მისი მიზანი, ხელისუფლების განცხადებით, სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდის გზით, 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების ხელშეწყობა იყო.

10 ივნისი, 2010

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ „ფლატრი“ – ონლაინ ინფორმაციის დაფინანსების სისტემა დანერგა თავის ვებ-გვერდზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ თავის ვებ-გვერდზე დანერგა „ფლატრი“. ეს არაა სოციალური ქსელის კიდევ ერთი სახეობა. ეს არის პირველი მცირე გადახდის სისტემა, რომელმაც შესაძლებელია კარგად იმუშაოს. ჩვენ ვართ მოხარულები, რომ ვნერგავთ და ხელს ვუწყობთ ამ იდეას სამხრეთ კავკასიაში და იმედი გვაქვს სხვებიც მოგვბაძავენ.

09 ივნისი, 2010

საქართველოს საგადასახადო სისტემის მიმოხილვა

საგადასახადო დაბეგვრა ფუნდამენტურია სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და მის მიერ მომსახურების გაწევის თვალსაზრისით, მაგრამ საქართველოსთვის იგი წლების განმავლობაში უდიდესი პრობლემა იყო. „ვარდების რევოლუციამდე” გადასახადების გადახდისთვის თავის არიდება, რაც სახელმწიფოს სისუსტესა და კორუმპირებულობას გამოხატავდა, მომსახურების გაწევას სერიოზულად აფერხებდა.

08 ივნისი, 2010

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მიერ ხმის მიცემის პროცესის მონიტორინგის ანგარიში, 8 ივლისი

1 193 წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირიდან კონსტიტუციური უფლების რეალიზება – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება – მხოლოდ ერთმა შესძლოკენჭისყრის დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლები ამავე საპყრობილეებში აძლევდნენ ხმას2010 წლის 30 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დააკვირდა წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა ადგილობრივი თ

08 ივნისი, 2010

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ჟურნალისტური კონკურსის შედეგებს აქვეყნებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 20 აპრილს პროექტის „საპროცესო შეთანხმება საქართველოში” ფარგლებში გამოაცხადა ჟურნალისტური კონკურსი საუკეთესო სტატიის გამოსავლენად საპროცესო შეთანხმების თემაზე.

გვერდები