ENG
პუბლიკაციები
14 მაისი, 2010

შვებულებაში გასული გამგებელი კანონსაწინააღმეგოდ არის ჩართული სამსახურებრივი ფუნქციების გამხორციელებაში, პრესრელიზი, 14 მაისი

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან გამსახურდია შვებულებაში იმყოფება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შტაბში მუშაობს. 7 მაისს იგი გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად სოფელ ენისელში იმყოფებოდა კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად. მინისტრი დაზარალებულებს საბიუჯეტო დახმარებაზე ესაუბრებოდა.

14 მაისი, 2010

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სახელმწიფო საჩუქრების გადაცემაში მონაწილეობენ,14 მაისი

ლანჩუთის რაიონის სოფლებში შუხუთსა და ჩოჩხათში, ასევე, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები 9 მაისს მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანებს ურიგებდნენ ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო მედლებს საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით და ერთჯერად ფულად დახმარებას 50 ლარის ოდენობით (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტი განკარგულება #291).

11 მაისი, 2010

წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი, პრესრელიზი,11 მაისი

თბილისი, საქართველო – დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ადმინისტრაციული რესურსების წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ეს ანგარიში 2010 წლის 15 მარტიდან 5 მაისამდე პერიოდს მოიცავს და ყურადღებას ადმინისტრაციული რესურსების ოთხ ძირითად სახეობაზე ამახივლებს. ესენია: ხისტი, ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსები.

11 მაისი, 2010

მეორე შუალედური ანგარიში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის, 11 მაისი

ადმინისტრაციული რესურსების წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში 2010 წლის 15 მარტიდან 5 მაისამდე პერიოდს მოიცავს და ყურადღებას ადმინისტრაციული რესურსების ოთხ ძირითად სახეობაზე ამახივლებს. ესენია: ხისტი, ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსები.

06 მაისი, 2010

პრესრელიზი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ანტიკორუფცილი ვალდებულებების მონიტორინგის შესახებ

ბრიუსელი, 2010 წლის 6 მაისი _ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების გასაუმჯობესებლად სომხეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ ანტიკორუფციული კანონმდებლობა უნდა დახვეწონ და ის პრაქტიკაში სრულად განახორციელონ - ასეთია საერთაშორისო ანტიკორუფციული ორგანიზაციის, "საერთაშორისო გამჭვირვალობის", სამ ახალ ანგარიშში გაკეთებული დასკვნა.

27 აპრილი, 2010

კოტეჯური ტიპის დასახლებები ახალი დევნილებისთვის საქართველოში: ანგარიშვალდებულება დახმარებისა და მშენებლობის პროცესში

ამ ანგარიშში განხილულია, თუ როგორ მიმდინარეობდა საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის ომის შედეგად დევნილი მოსახლეობისთვის კოტეჯური ტიპის დასახლებების მშენებლობის პროცესი. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს მშენებლობის ხარისხზე, რომელიც რამდენიმე დამოუკიდებელმა ინჟინერმა შეაფასა, ასევე, მშენებლობაზე პასუხისმგებელ უწყებებზე, გაწეულ ხარჯებზე და ხელისუფლების მხრიდან მშენებლობის პროცესის ზედამხვედველობასა და ამ კუთხით მის ანგარიშვალდებულებაზე.

26 აპრილი, 2010

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უწყებათაშორისი ჯგუფის მიერ ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების უარყოფას პასუხობს, 26 აპრილი

წარმოგიდგენთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პასუხს მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფის მიერ მიმდინარე წლის 21 აპრილს გამოქვეყნებულ კომენტარზე, რომელიც ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების შესახებ ჩვენს 29 მარტის ანგარიშს ეხება.

გვერდები