ENG
პუბლიკაციები
15 ივნისი, 2010

კომენტარები უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის 25 მაისის წინასაარჩევნო ანგარიშზე, 15 ივნისი

ამ დოკუმენტში მოცემულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” კომენტარები „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის” (შემდგომ _ „უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი”) მიერ 25 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციების მიერ განხორციელებუ

15 ივნისი, 2010

მედიაცენტრში გაერთიანებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას აფასებენ, 15 ივნისი

თბილისი, საქართველო - „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი” 2010 წლის 13 აპრილს შეიქმნა. მისი მიზანი, ხელისუფლების განცხადებით, სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდის გზით, 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების ხელშეწყობა იყო.

10 ივნისი, 2010

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ „ფლატრი“ – ონლაინ ინფორმაციის დაფინანსების სისტემა დანერგა თავის ვებ-გვერდზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ თავის ვებ-გვერდზე დანერგა „ფლატრი“. ეს არაა სოციალური ქსელის კიდევ ერთი სახეობა. ეს არის პირველი მცირე გადახდის სისტემა, რომელმაც შესაძლებელია კარგად იმუშაოს. ჩვენ ვართ მოხარულები, რომ ვნერგავთ და ხელს ვუწყობთ ამ იდეას სამხრეთ კავკასიაში და იმედი გვაქვს სხვებიც მოგვბაძავენ.

09 ივნისი, 2010

საქართველოს საგადასახადო სისტემის მიმოხილვა

საგადასახადო დაბეგვრა ფუნდამენტურია სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და მის მიერ მომსახურების გაწევის თვალსაზრისით, მაგრამ საქართველოსთვის იგი წლების განმავლობაში უდიდესი პრობლემა იყო. „ვარდების რევოლუციამდე” გადასახადების გადახდისთვის თავის არიდება, რაც სახელმწიფოს სისუსტესა და კორუმპირებულობას გამოხატავდა, მომსახურების გაწევას სერიოზულად აფერხებდა.

08 ივნისი, 2010

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მიერ ხმის მიცემის პროცესის მონიტორინგის ანგარიში, 8 ივლისი

1 193 წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირიდან კონსტიტუციური უფლების რეალიზება – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება – მხოლოდ ერთმა შესძლოკენჭისყრის დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლები ამავე საპყრობილეებში აძლევდნენ ხმას2010 წლის 30 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დააკვირდა წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა ადგილობრივი თ

08 ივნისი, 2010

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ჟურნალისტური კონკურსის შედეგებს აქვეყნებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 20 აპრილს პროექტის „საპროცესო შეთანხმება საქართველოში” ფარგლებში გამოაცხადა ჟურნალისტური კონკურსი საუკეთესო სტატიის გამოსავლენად საპროცესო შეთანხმების თემაზე.

01 ივნისი, 2010

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საბოლოო განცხადება არჩევნების დღეს, 30 მაისი

• 1 184 წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირიდან კონსტიტუციური უფლების რეალიზება –ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა – მხოლოდ ერთმა შესძლო. • კენჭისყრის დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლები ხმას აძლევდნენ შესაბამის დაწესებულებებში.

31 მაისი, 2010

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მეორე განცხადება პრესისთვის არჩევნების დღეს, 30 მაისი

თბილისი, საქართველო - 2010 წლის 30 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ახორციელებს წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მიერ ხმის მიცემის პროცედურების მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ხუთ დაწესებულებაში: გლდანის მერვე საპყრობილეში (სადაც ორი _ #113 და #114 უბანია განთავსებული), ისნის #5 საპყრობილეში, ქუთაისის მეორე საპყრობილეში, ზუგდიდის მეოთხე საპყრობილეში და ხელვაჩაურის მესამე საპყრ

30 მაისი, 2010

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს "პირველი განცხადება პრესისთვის არჩევნების დღეს, 30 მაისი

ოზურგეთის #60 ოლქი, ბოხვაურის #23 უბანი სიის დანართში 107 ამომრჩეველია, რომლებმაც გადასატანი ყუთით უნდა ისარგებლონ. ამ სიაში ბევრი აღმოჩნდა ისეთი, რომელთაც განაცხადეს, რომ მიდიან საარჩევნო უბანზე და არ მოუთხოვიათ გადასატანი ყუთის სახლში მიტანა. 107 ზარი ამ პირთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მოთხოვნით განხორციელებულია 5 ნომრიდან.

გვერდები