ვახო სანაიას მიმართ განხორციელებული ძალადობა საშიშ პრეცენდენტს ქმნის
კატეგორიულად ვგმობთ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას ეფექტურად გამოიძიოს აღნიშნული საქმე და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯოს პასუხისმგებელი პირები.
საქართველო: ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება პოლიტიკურ კრიზისს ამძიმებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობის” ბერლინის სათაო ოფისის განცხადება მიმდინარე მოვლენებზე
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინიციატივები ანტიკორუფციული სტრატეგიისა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმისთვის
2021 წლის იანვარში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ოფიციალურად წარადგინა 14 კონკრეტული ანტიკორუფციული ინიციატივა, რომელიც სასურველია აისახოს ქვეყნის განახლებულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და მომავალი ორი წლის სამოქმედო გეგმაში. ინიციატივები ეფუძნება როგორც ჩვენ მიერ ადგილობრივი კონტექსტის სიღრმისეულ კვლევებს, ისე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
ერთობლივი განცხადება ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილებით წარმოქმნილი დაძაბულობის განმუხტვის შესახებ
2021 წლის 17 თებერვალს, სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეუცვალა.
სენაკის საკრებულოს წევრის კომპანია ტენდერებს იგებს
სენაკის საკრებულოს წევრმა, დათო ადამიამ და მისმა კომპანია - შპს “დაგიმ” 2011 წლიდან დღემდე ჯამში 87 ტენდერი მოიგო. ასევე მიიღო 80 გამარტივებული შესყიდვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 6,779,143 ლარი შეადგინა.