ENG
განცხადებები
23 თებერვალი, 2012

ალტერნატიული წინადადების წარდგენა პარლამენტში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)  და კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისათვის“ ეწინააღმდეგებიან 2011 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მიღებულ საკანონმდებლო რეალობას და პარლამენტს მისი შეცვლისკენ მოუწოდებენ.

14 თებერვალი, 2012

კონტროლის პალატის მიერ დაფარული საჯარო ინფორმაცია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგს ახორციელებს, რისთვისაც პოლიტიკური პარტიების და სხვა სახის პოლიტიკური სუბიექტების ფინანსურ საქმიანობას იკვლევს.

13 თებერვალი, 2012

საქართველოს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების პეტიცია

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც:

09 თებერვალი, 2012

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება კონტროლის პალატის 2012 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

საქართველოს კონტროლის პალატის 8  თებერვლის გადაწყვეტილება,  რომლის თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა ახალი ინიციატივა“ (nGnI)  პარტიასთან დაკავშრებულ პირად გამოცხადდა,   წარმოადგენს ნათელ ილუსტრაციას იმ რეალური საშიშროებისა სამოქალაქო აქტივობის წინააღმდეგ,  რომლის თაობაზეც „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში“ 2011  წლის დე

27 იანვარი, 2012

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება: პარტიების დაფინანსების რეგულაციები გაუმჯობესებასა და დეტალიზაციას საჭიროებს

ქვემოთ ხელმომწერი ორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში 2011 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებები საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და საკუთრების უფლებებს და აქვს სამოქალაქო - პოლიტიკური აქტივობების შემზღუდველი ეფექტი, ასევე ქმნის არათანასწორ საარჩევნო გარემოს.

30 დეკემბერი, 2011

საია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს დისკუსია „პარლამენტის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებების გარშემო. ვინაიდან, ამ თემის ირგვლივ კვლავაც არსებობს კითხვები, გვსურს საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ გავამახვილოთ კანონის მიღების პროცედურაზე.

30 დეკემბერი, 2011

საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების პარლამენტში განხილვის დოკუმენტაცია

წარმოგიდგენთ ჩვენს ხელთ არსებულ საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების იმ ასლებს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი, მეორე და მესამე მოსმენით განიხილა. ასევე, თანდართულ დოკუმენტებში შეგიძლიათ იხილოთ საქათველოს პარლამენტის მიერ ზემოთაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვის სტენოგრამა.

28 დეკემბერი, 2011

არასამთავრობოების მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს

2011 წლის 28 დეკემბერს, 16:00 საათზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „კოალიცია არჩევანის თავისუფლებისათვის“ და „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო“ პრესკონფერენციას მართავენ.

28 დეკემბერი, 2011

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ , „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, კოალიციის „არჩევანის თავისუფლება“ განცხადება

საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია სამართლიანი საარჩევნო გარემო და პოლიტიკური გაერთიანებებისთვის კონკურენტული, თანასწორი პირობების შექმნა.

გვერდები