განცხადებები | საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
განცხადებები
11 ნოემბერი, 2011

არასამთავრობოთა შეხვედრა საარჩევნო კოდექსის რეფორმის სარედაქციო ჯგუფთან

10 ნოემბერს ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საარჩევნო კოდექსის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით სარედაქციო ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

08 ნოემბერი, 2011

სახელმწიფო უწყებების მონაცემთა ბაზა

ჩვენმა ორგანიზაციამ შექმნა სახელმწიფო უწყებების საკონტაქტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა. მოცემულ ბაზაში შესულია შემდეგი სახის ინფორმაცია: 1. უწყების დასახელება; 2. ვებ გვერდი; 3. მისამართი; 4. საკონტაქტო/ცხელი ხაზის ნომრები; 5. საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა; 6. საზოგადოებასთან ურთიერთობის და იურიდიული სამსახურების საკონტაქტო ტელეფონები.

25 ოქტომბერი, 2011

არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები მთავრობის ახალ ინიციატივაზე პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს, „საერთაშორისო გამჭვრვალობა - საქართველოს“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე სამინისტრომ წარმოადგინა წინადადებები პოლიტიკურ გაერთიანებათა დაფინანსების რეგულაციებთან დაკავშირებით.

11 ოქტომბერი, 2011

არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით

2011 წლის 19 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტის ინიციირება მოხდა. პროექტში ბევრი ცვლილებაა შესული, თუმცა, ძირითადი სიახლეები პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებულ შეთანხმებას უკავშირდება, სადაც განსაკუთრებული აქცენტი პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე კეთდება. საერთო ჯამში, აღნიშნული პროქტი არ შეიცავს არსებით ცვლილებებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით.

03 ოქტომბერი, 2011

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” თელავის შუალედურ არჩევნებს დააკვირდა

2011 წლის 2 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ოთხი მობილური ჯგუფის საშუალებით #17 თელავის საარჩევნო ოლქის 28 უბანზე შუალედურ არჩევნებს დააკვირდა (#1 ნადიკვარი, #2 გვირაბი, #3 ძველი სტადიონი, #4 ზუზუმბო, #5 ძველი გალავანი, #6 მაწანწარა, #7 ყადორი, #8 კავკასიონი, #10 ჭავჭავაძე, #11 რუსთაველი, #14 ზემო აკურა, #17 ვარდისუბნის ზემო, #18 ვარდისუბნის ქვემო, #19 თეთრიწყლები, #20 იყალთ

16 სექტემბერი, 2011

არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პირველად პროექტთან დაკავშირებით

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, კოალიციის ფარგლებში წარმოგიდგენთ ჩვენს მოსაზრებებს პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებაზე მუშაობის პროცესში მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით.

07 სექტემბერი, 2011

რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ გეგმაზე

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიაწოდა მის მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმის პროექტი, რომელიც 2011–2015 წლებზეა გათვლილი და სთხოვა ორგანიზაციას სტრატეგიასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები დაეფიქსირებინა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" შემდეგი პოზიცია აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ გეგმაზე.

08 აგვისტო, 2011

„გამჭვირვალობა – ვანუატუს“ პრესრელიზი ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ვანუატუს ოფისმა 29 ივლისს გამოქვეყნა პრესრელიზი ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდიბელ სახელმწიფოდ აღიარებასთან დაკავშირებით. ქვემოთ წარმოდგენილი პრესრელიზი არ გამოხატავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მოსაზრებებს. პრესრელიზის თარგმნის და გამოქვეყნების მთავარი მიზანი იყო გვეჩვენებინა ჩვენი კოლეგების საქმიანობის შედეგები. ამავდროულად ვფიქრობთ, რომ ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება ის ინფორმაცია, რაც პრესრელიზშია მოცემული. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით „გამჭვირვალობა – ვანუატუს“ პროექტის კოორდინატორს ფრანსის ბრაიარდს შემდეგ მისამართზე transparency@vanuatu.com.vu.

20 მაისი, 2011

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ვიზიტი

საქართველოში 16–19 მაისს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მოლდოვეთის, უკრაინის და ბალტიისპირეთის ქვეყნების არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ვიზიტის მიზანი საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება იყო. 16 მაისს ისინი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეწვივნენ. ორგანიზაციაში გაიმართა პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე დეტალურად წარმოვადგინეთ ის პროექტები, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს. შემდეგ გაიმართა დისკუსია.

18 მაისი, 2011

ვიზიტი მესტიაში

2011 წლის 4 - 8 მაისს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თანამშრომლები იმყოფებოდნენ მესტიაში. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ადგილობრივ მოსახლეობასთან. შეხვედრისას განიხილეს საკუთრების უფლების დაცვის კუთხით დაბა მესტიაში შექმნილი პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები.

გვერდები