კოალიციის მოსაზრებები პროკურატურის რეფორმაზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

კოალიციის მოსაზრებები პროკურატურის რეფორმაზე

19 ივნისი, 2015

 

19 და 20 ივნისს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენლები ვენეციის კომისიის სხდომებს დაესწრებიან, სადაც „პროკურატურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილება. ცვლილებების პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არის ინიცირებული. ვენეციის კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ „კოალიციის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ფარგლებში შემუშავებული მოსაზრებები.

print