ENG
პუბლიკაციები
19 ივლისი, 2010

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” 2007 წლის “გლობალური კორუფციის ბარომეტრის” შედეგებს აქვეყნებს

სასამართლო სისტემა კვლავ ყველაზე კორუმპირებულ სისტემად დასახელდა, ეკლესია – ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუტად

19 ივლისი, 2010

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" 2009 წლის კორუფციის აღქმის ინდექსს აქვეყნებს

17 ნოემბერი 2009 – თბილისი, საქართველო – კორუფციის დონე საქართველოში მცირედით შემცირდა “საერთაშორისო გამჭვირვალობის” (TI) 2009 წლის “კორუფციის აღქმის ინდექსის” (CPI) შედეგების მიხედვით. “კორუფციის აღქმის ინდექსი” შემუშავდა და გამოქვეყნდა “საერთაშორისო გამჭვირვალობის” სათავო (ბერლინის) ოფისის მიერ.

19 ივლისი, 2010

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" 2008 წლის კორუფციის აღქმის ინდექსს აქვეყნებს

თბილისი, საქართველო – "საერთაშორისო გამჭვირვალობის" საერთაშორისო კვლევის "კორუფციის აღქმის ინდექსის" (CPI) 2008 წლის შედეგებით საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან 3.9 ქულა მიიღო და 67-ე ადგილზე გავიდა. სულ კვლევაში 180 ქვეყანა იყო ჩართული.

19 ივლისი, 2010

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" 2007 წლის კორუფციის აღქმის ინდექსს აქვეყნებს

თბილისი, საქართველო – დღეს წამყვანმა საერთაშორისო ანტიკორუფციულმა ორგანიზაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ”, რომლის სათავო ოფისიც ბერლინში მდებარეობს, გამოაქვეყნა საერთაშორისო კვლევის, „კორუფციის აღქმის ინდექსის” (CPI) 2007 წლის შედეგები. ამ კვლევის შედეგად წელს საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან 3.4 ქულა მიიღო და გამოკითხული 180 ქვეყნიდან 79-ე ადგილი დაიკავა.

19 ივლისი, 2010

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" 2005 წლის კორუფციის აღქმის ინდექსს აქვეყნებს

დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობამ” გამოაქვეყნა 2005 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის” (CPI) კვლევის შედეგები. კვლევა ახდენს ქვეყანათა რანგირებას კორუფციის იმ ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით,რომლითაც უცხოელი და ადგილობრივი ბიზნესმენები და ანალიტიკოსები აღიქვამენ კორუფციას ქვეყნის სახელმწიფო თუ პოლიტიკურ სექტორებში. წელს საქართველოს 2.3 ქულა აქვს შესაძლო 10 ქულიდან და 130-ე ადგილს იკავებს გამოკვლეული 158ქვეყნიდან.

16 ივლისი, 2010

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 ივლისის განცხადებაზე

ოთხი ორგანიზაცია - „ადამიანის უფლებათა ცენტრი”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, „სამართალიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” - ვეხმაურებით შსს-ს მიერ 14 ივლისს გაკეთებულ განცხადებას და უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ სახელმწიფოს ძალისხმევას, ებრძოლოს უკანონობას და კორუფციას ქვეყანაში დ

14 ივლისი, 2010

საბოლოო ანგარიში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ წინასაარჩევნო კამპანიისთვის, 14 ივლისი

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წინასაარჩევნო გარემოს აკვირდებოდა 15 მარტიდან (არჩევნების დღის დანიშვნამდე) არჩევნების შედეგების შეჯამებამდე. ორგანიზაცია ყურადღებას ადმინისტრაციული რესურსების ოთხ ძირითად სახეობაზე ამახვილებდა. ესენია: სამართლებრივი (მარეგულირებელი), ფინანსური, ინსტიტუციური (მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური) და ხისტი რესურსები.

11 ივლისი, 2010

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება მესტიაში 7 ივლისს განხორციელებული სპეცოპერაციის შესახებ

7 ივლისს მესტიაში თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს მესტიის საკრებულოს წევრი ნელი ნავერიანი და მისი სამი ნათესავი - შოთა, ტარიელ და დავით ჯაფარიძეები. დაკავებულები იმავე დღეს ზუგდიდის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ნელი ნავერიანის ზუგდიდში გადასაყვანად ორი ვერტმფრენი ჩაფრინდა მესტიაში, რადგანაც მისი სამანქანო გზით გადაყვანა ვერ მოხერხდა - მესტიელებმა გასასვლელი გზა გადაკეტეს.

გვერდები