ENG
პუბლიკაციები
26 ოქტომბერი, 2010

კორუფციის აღქმის ინდექსი 2010: რას გვეუბნება საქართველოს 68–ე ადგილი?

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ 26 ოქტომბერს გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან 3.8 ქულა მიიღო და 68-ე ადგილი დაიკავა. „კორუფცისს აღქმის ინდექსი“ ზომავს საჯარო სექტორში აღქმული კორუფციის ხარისხს 178 ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იგი შემუშავებული და გამოქვეყნებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სათავო ოფისის მიერ ბერლინში.

26 ოქტომბერი, 2010

2010 წლის "კორუფციის აღქმის ინდექსის" მიხედვით საქართველო 68–ე ადგილზეა

2010 წლის 26 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით საქართველომ 178 ქვეყანას შორის 68-ე ადგილი დაიკავა. „კორუფციის აღქმის ინდექსი“ შიდა პოლიტიკურ და საჯარო სექტორში არსებული კორუფციის საზომია. საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან 3.8 ქულა მიიღო. გასულ წელს, საქართველომ 4.1 ქულით 66-ე ადგილი დაიკავა.

20 ოქტომბერი, 2010

საჯარო ინფორმაციის გაცემა არ არის სასამართლოს ვალდებულება?

„თქვენს მიერ გამოთხოვილი მასალების მოძიებისათვის საჭიროა საქმეების სისტემატიზაცია და საარქივო დამუშავება, რაც მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს. სასამართლო თავის საქმიანობას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლოს აპარატი დაკავებულია სასამართლოსათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებისა და მის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებით.

20 ოქტომბერი, 2010

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კომუნიკაციის მექანიზმები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დახვეწას საჭიროებს

დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ „სინერგიასთან“ შეხვედრიდან ჩვენ შევიტყვეთ, რომ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს (განსაკუთრებით თბილისის გარეთ მყოფებს), მიუხედავად მათი მხრიდან მრავალი მოთხოვნისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბოლოდროინდელი ძალისხმევისა, კვლავ აქვთ პრობლემები სახელმწიფოს ახალი სტრატეგიებ

15 ოქტომბერი, 2010

მესტია: ოპოზიციის აქტივისტებთან დაკავშირებულ ინციდენტებთან კითხები კვლავ რჩება

2010 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში მესტიაში ხელისუფლებადმი კრიტიკულად განწყობილ ოპოზიციის წარმომადგენლებზე განხორციელებულმა ზეწოლამ ჩაახშო ოპოზიციის ხმა სვანეთში დაწყებულ აქტიურ ტურისტულ სეზონზე.

13 ოქტომბერი, 2010

პროკურატურა ადანაშაულებს რუსთავის მერიას 1,5 მილიონი ლარის ღირებულების სარწყავი მილების უკანონოდ გასხვისებაში

განახლებული ინფორმაცია 20/10/2010: ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოძიებამ დააკავა აუქციონზე გამარჯვებული ორი პიროვნება, რომლებმაც მოახდინებს სარწყავი მილების უკანონო ამოღება. გამოძიების ცნობით ამ დროისათვის იკითხებიან ქ.რუსთავის მერიის თანამშრომლები და უახლოეს მომავალში გადაწყდება მათი ბრალეულობის საკითხი. დაახლოებით ერთი წლის წინ, ქ.

08 ოქტომბერი, 2010

თბილისის საკრებულო დევნილთა განსახლების საკითხით დაინტერესდა, თუმცა ახალი ამბების სააგენტოს მიერ მოწოდებული არაზუსტი ინფორმაცია ცრუ იმედებს ბადებს

ინტერპრესნიუსის მიერ ორი დღის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში (ითხოვს რეგისტრაციას) გაიპარა არაზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თბილისის საკრებულომ დევნილთა და განსახლების სამინისტროსაგან მიიღო გარანტია, რომ

06 ოქტომბერი, 2010

ცრუ განგაში დევნილთა ელექტროენერგიის სუბსიდიების შეწყვეტის შესახებ ცხადყოფს მათთვის განკუთვნილი შეღავათების შესახებ არსებულ გაურკვევლობას

აგვისტოს ბოლოს ერთ–ერთი დევნილი დაგვიკავშირდა და შეგვატყობინა, რომ ახალ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს ელექტროენერგიის თვიური სუბსიდირება შუწყდათ.

04 ოქტომბერი, 2010

ამალია კოსტანიანის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – სომხეთის" დამფუძნებლის გარდაცვალების შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2010 წლის 30 სექტემბერს ამალია კოსტანიანის გარდაცვალების გამო.

გვერდები