ENG
ანგარიშები
20 ოქტომბერი, 2017

პოლიტიკური პარტიების დაფინანსება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ შუალედური კვლევა მოამზადა, რომლის თანახმადაც, 1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში 10 319 998 ლარის ოდენობის მთლიანი შემოწირულებების 93% მმართველმა პარტიამ მიიღო, რაც 12-ჯერ მეტია დანარჩენი 14 კვალიფიციური სუბიექტის მიერ ჯამურად მიღებულ თანხებზე.

09 ოქტომბერი, 2017

თბილისის მერიის სისტემაში 2014-2017 წლებში განხორციელებული შესყიდვები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” თბილისის მერიის სისტემაში 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პრაქტიკა შეისწავლა.

06 ოქტომბერი, 2017

თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შეფასება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს სამწლიან საქმიანობას აფასებს ანგარიშში, რომელშიც წარმოდგენილია ინფორმაცია საკრებულოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტების, მათ შორის მუნიციპალური ქონების გადაცემის თაობაზე, საკრებულოს თანამდებობის პირთა ბიზნესთან კავშირებზე, საკრებულოს წევრთა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაზე, საკრებულოს

19 სექტემბერი, 2017

ღიაობა საქართველოში: ღია მმართველობის პარტნიორობა

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივით 2011 წლის სექტემბერში დაფუძნდა. პარტნიორობას ქვეყნები ნებაყოფლობით უერთდებიან და რიგ ვალდებულებებს კისრულობენ ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით.

19 სექტემბერი, 2017

პარლამენტის წევრების კავშირები ბიზნესთან, შეუთავსებელი საქმიანობა და არადეკლარირებული ქონება

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ახალი ანგარიში მიუთითებს, რომ პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა პრობლემას წარმოადგენს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც.ოფიციალური მონაცემების შესწავლის საფუძველზე გამოიკვეთა:

26 ივლისი, 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მესამე მოწვევის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შეფასება (2012-2016)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პირველად წარმოადგენს აჭარის უმაღლესი საბჭოს 2012-2016 წლების საქმიანობის შეფასებას. ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ შეფასებულია: საკანონმდებლო საქმიანობის პროცესი და განხორციელებული ცვლილებები

გვერდები