სენაკის საკრებულოს ყოფილმა წევრმა კომპანია გააჩუქა და ტენდერებს ისევ იგებს
„ქართული ოცნებიდან” სენაკის საკრებულოს ყოფილი წევრის, დათო ადამიას კომპანია შპს „დაგი” სახელმწიფო შესყიდვებში ამჟამად შეცვლილი მონაცემებით მონაწილეობს.
„ქართული ოცნებიდან” სენაკის საკრებულოს ყოფილი წევრის, დათო ადამიას კომპანია შპს „დაგი” სახელმწიფო შესყიდვებში ამჟამად შეცვლილი მონაცემებით მონაწილეობს.
2017-2021 წლებში საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებთან დაკავშირებით იურიდიული მომსახურების შესყიდვაზე საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა 135 მლნ ლარის 96 მსხვილი[1] კონტრაქტი გააფორმეს, ძირითადად უცხოურ კომპანიებთან.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წლის იანვარში ჩხოროწყუს საჯარო სკოლების მოსწავლეთა სატრანსპორტო მომსახურება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეაფასა 2020 წლის 21 მარტიდან, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - პანდემიის მართვასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მთავრობის საქმიანობაზე განხორციელებული ზედამხედველობა და მისი შედეგები, იმ გადაწყვეტილების პირობებში, რომლის ფარგლებშიც საკანონმდებლო ორგანომ ადამიანის უფლებათა შეზღუდვის უფლებამოსილება მთავრობას გადასცა.
2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით 1.7 მლრდ ლარამდე ჯამური ღირებულების 21 ათასამდე მსხვილი კონტრაქტი გაფორმდა. „კოვიდ 19“-ით გამოწვეულმა ხარჯმა გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვებში დაახლოებით 715 მლნ ლარი შეადგინა.
წყალტუბოს საკრებულოს წევრის, ჯეირან ომანაძის კომპანიებმა შპს “ჯ და ჯ”-მ და შპს “როსტვერკმა” 100 ტენდერისა და 11 გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად 63,039,857 ლარი მიიღეს. ჯეირან ომანაძე პოლიტიკური შემწირველიცაა, მან და მისმა კომპანიამ “
ბათუმის მერიის ყველაზე მსხვილმა მხარჯავმა ა(ა)იპ-მა, „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ” ქალაქში არსებული განათების სისტემის Led სანათებით განახლების, მათი მოვლა-ექსპლოატაციის მიზნით ელექტრონული ტენდერში გამარჯვებულად შპს “აჭარგანათება” გამოაცხადა.
ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ უფროსთან დაკავშირებულმა შპს „მაი თაუნმა“ და ინდმეწარმემ, შორენა თაბაგარმა 2014-2021 წლებში, 68 სახელმწიფო შესყიდვით 4,117,864 ლარი მიიღეს. აქედან 2,162,992 ლარი (საერთო თანხის 52%) უკონკურენტოდ და კონკურენტების დისკვალიფიკაციის გზით.
თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი ხუთი წლის შემდეგაც ვერ ჩამოყალიბდა კორუფციასთან ბრძოლის მძლავრ ინსტრუმენტად.