ხელისუფლების “პიარისათვის” საბიუჯეტო დანახარჯები გაზრდილია
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საჯარო უწყებების პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა და მათი ანაზღაურების ოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება საქართველოში
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანგარიში "საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება საქართველოში" შეისწავლის 2012 წლიდან დღემდე საქართველოში პარლამენტის მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე განხორციელებულ კონტროლსა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემებს.
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ჩვენ მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით რამდენიმე უარყოფითი ტენდენცია გამოავლინა. განსაკუთრებით პრობლემური იყო თბილისში არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლის არამართლზომიერი აღრიცხვა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა.
კონკურენცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვებში: „სიტროენ ჯორჯიას” შემთხვევა
გასული კვირის მანძილზე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო შპს „სიტროენ ჯორჯიას” წარმომადგენლების, მათ შორის გიორგი გაჩეჩილაძის („უცნობის”), განცხადებებმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ტენდერებში არსებულ დარღვევებზე. ამავე განცხადებების კრიტიკის ერთ-ერთი ადრესატი საქართველოს პრემიერ მინისტრიც იყო. კომპანიის წარმომადგენლებმა კონკურენციის სააგენტოშიც იჩივლეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის შეფასება
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევის მიზანია, ახალი მენეჯმენტის პირობებში მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესწავლა და არსებული გამოწვევების დადგენა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მუშაობის შეფასება
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის შესახებ კვლევა მოიცავს მაუწყებელში ახალი მენეჯმენტის პირობებში მიმდინარე პროცესების შესწავლას და არსებული პრობლემების დადგენას.
ვინ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში
2017 წლის 1 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ქართული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული მთლიანი შემოწირულებების - 15 480 402 ლარის 91% მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, რაც ათჯერ აღემატება ყველა სხვა პარტიის ჯამურ შემოწირულებებს.