ENG
ანგარიშები
29 დეკემბერი, 2017

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ჩვენ მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით რამდენიმე უარყოფითი ტენდენცია გამოავლინა. განსაკუთრებით პრობლემური იყო თბილისში არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლის არამართლზომიერი აღრიცხვა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა.  

19 დეკემბერი, 2017

კონკურენცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვებში: „სიტროენ ჯორჯიას” შემთხვევა

გასული კვირის მანძილზე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო შპს „სიტროენ ჯორჯიას” წარმომადგენლების, მათ შორის გიორგი გაჩეჩილაძის („უცნობის”), განცხადებებმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ტენდერებში არსებულ დარღვევებზე. ამავე  განცხადებების კრიტიკის ერთ-ერთი ადრესატი საქართველოს პრემიერ მინისტრიც იყო. კომპანიის წარმომადგენლებმა კონკურენციის სააგენტოშიც იჩივლეს.

15 დეკემბერი, 2017

საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის შეფასება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევის მიზანია, ახალი მენეჯმენტის პირობებში  მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესწავლა და არსებული გამოწვევების დადგენა.

14 დეკემბერი, 2017

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მუშაობის შეფასება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის შესახებ კვლევა მოიცავს მაუწყებელში ახალი მენეჯმენტის პირობებში  მიმდინარე პროცესების შესწავლას და არსებული პრობლემების დადგენას.

13 დეკემბერი, 2017

ვინ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში

2017 წლის 1 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ქართული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული მთლიანი შემოწირულებების  - 15 480 402 ლარის 91% მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, რაც  ათჯერ აღემატება ყველა სხვა პარტიის ჯამურ შემოწირულებებს.

01 დეკემბერი, 2017

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს საქმიანობის შეფასება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” შეისწავლა 2014 წლის 14 ივლისიდან 2017 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით ქალაქ ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობა.

20 ოქტომბერი, 2017

პოლიტიკური პარტიების დაფინანსება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ შუალედური კვლევა მოამზადა, რომლის თანახმადაც, 1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში 10 319 998 ლარის ოდენობის მთლიანი შემოწირულებების 93% მმართველმა პარტიამ მიიღო, რაც 12-ჯერ მეტია დანარჩენი 14 კვალიფიციური სუბიექტის მიერ ჯამურად მიღებულ თანხებზე.

გვერდები