საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შეფასება 2015
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საპარლამენტო მონიტორინგის ფარგლებში უკვე მესამედ წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის წლიურ შეფასებას.
საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შესაბამისობის ანალიზი ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაციასთან
28 ივნისს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” პროექტის „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის მონიტორინგი“ ფარგლებში წარადგინა ანგარიში “საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შესაბამისობა ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაციასთან”.
ბიუჯეტირება სასამართლო სისტემაში 2011-2015 წლები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის ანგარიში წარმოადგენს სასამართლო სისტემაში ბიუჯეტის არასწორად დაგეგმვის და მისი როგორც სისტემის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორის პირველ სიღრმისეულ ანალიზს.
ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში
თბილისი, 2016 წლის 6 მაისი - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანტიკორუფციული საკანონმდებლო ინიციატივა"
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიზანია საქართველოს ანტიკორუფციული კანონმდებლობის გაუმჯობესება, ანტიკორუფციული პოლიტიკის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა.
2014-2015 წლებში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგი: ანტიკორუფციული პოლიტიკა და საჯარო სამსახურის რეფორმა
ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეაფასა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის შესრულება 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საჯარო სამსახურის რეფორმის ზოგიერთ საკითხს აფასებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში წარმოდგენილია საჯარო სამსახურთან დაკავშირებულ ორი თემის ანალიზი, შეფასებები და რეკომენდაციები, რომლებიც, შესაბამისად, ორ ბლოკად არის დაყოფილი. პირველი თემა შეეხება საკადრო პოლიტიკას, მეორე კი საჯარო მოსამსახურეთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ადგილობრივი ანტიკორუფციული სისტემების შეფასებას აქვეყნებს
თბილისი, 2015 წლის 9 დეკემბერი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული „ადგილობრივი ანტიკორუფციული სისტემების შეფასების“ კვლევა მოიცავს სამ თვითმმართველ ქალაქს - თბილისს, ქუთაისსა და ზუგდიდს - და განიხილავს მათი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს.