ENG
ანგარიშები
16 აპრილი, 2014

მსხვილი მედიასაშუალებების მფლობელები – მათი გავლენიანი კავშირები და ბიზნესინტერესები

თბილისი, 16 აპრილი 2014 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს ახალ ანგარიშს „ვის ეკუთვნის ქართული მედია?“, რომელშიც მსხვილი მედიასაშუალებების მფლობელების ამჟამინდელი და წარსული საქმიანობა და, ასევე, მათი სხვა ბიზნეს ინტერესებია აღწერილი.

01 აპრილი, 2014

2014 წელს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების ანალიზი

დღეს, 1 აპრილს, 13:00 საათზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, „სამართლიანი არჩევნებმა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მრგვალი მაგიდა გამართეს, სადაც 2014 წელს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების ანალიზი წარმოადგინეს.

18 თებერვალი, 2014

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის მეორე ანგარიში

თბილისი, 2014 წლის 18 თებერვალი – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის მეორე ანგარიშს.

18 დეკემბერი, 2013

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნებისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს

2013 წლის 18 დეკემბერი, თბილისი - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოში არჩევნების გზით პირველად შეიცვალა ხელისუფლება, რაც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

05 დეკემბერი, 2013

გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები – კორუფციის რისკები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 2010 წლის დეკემბერსა და 2013 წლის სექტემბრის პერიოდში ტენდერის გამოცხადების გარეშე, პირდაპირი წესით დადებული 430,000-ზე მეტი კონტრაქტი გააანალიზა. 2011 წელს, სახელმწიფომ 959 მილიონი ლარის ღირებულების პირდაპირი კონტრაქტები გააფორმა.

04 დეკემბერი, 2013

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი კვლევა: მთავრობასა და ბიზნესს შორის თანამდებობის პირთა მოძრაობა და ამ პროცესთან დაკავშირებული კორუფციის საფრთხეები

კვლევა, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დღეს, 2013 წლის 4 დეკემბერს გამოაქვეყნა,  ე.წ. „მბრუნავი კარის“ პროცესს ეძღვნება, რაც მთავრობასა და კერძო სექტორს შორის თანამდებობის პირთა მოძრაობას და ამ პროცესთან დაკავშირებულ კორუფციის საფრთხეებს გულისხმობს.

გვერდები