დაინტერესებულ მხარეთა სემინარი: საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის (NIS) შეფასება. - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

დაინტერესებულ მხარეთა სემინარი: საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის (NIS) შეფასება.

27 მაისი, 2011

ორშაბათს, 30 მაისს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" გამართავს სემინარს საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების შესახებ. ეს არის ხარისხოვრივი კვლევა, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა და მოიცავს იმ 12 ინსტიტუტის ფუნქციისა და სიძლიერის ანალიზს, რომლებიც წამყვან როლს ასრულებენ საქართველოში კორუფციასთან ბრძოლასა და მის პრევენციაში. სემინარის მიზანია საქართველოს "ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის" ერთიანი გაგების ჩამოყალიბება, მონაწილეთა კომენტარების მიღება კვალევის საბოლოო გამოქვეყნებამდე, შემდგომ პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დახვეწა და პრიორიტეტული რეკომენდაციების გამოყოფა.

ანგარიში ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შესახებ მოიცავს 12 თავს, რომლებიც ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის 12 ინსტიტუტს ეხება. ანგარიშის თავების ეს წინასწარი ვერსიები განხილულ იქნება ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის დაინტერესებულ მხარეთა საკონსულტაციო სემინარზე 30 მაისს. სემინარზე წარმოდგენილ იქნება კვლევის მეთოდოლოგია და ძირითადი დასკვნები, მოსმენილ იქნება დამსწრეთა მოსაზრებები ანგარიშის ტექსტის წინასწარი ვერსიისა და რეკომენდაციების შესახებ. ეს მოსაზრებები გათვალისწინებულ იქნება ანგარიშის საბოლოო ვერსიის გამოქვეყნებამდე.

გთხოვთ, სემინარში მონაწილეობის დასადასტურებლად გამოგვიგზავნოთ ელექტრონული წერილი სათაურით „NIS Workshop“ მისამართზე: ninom@transparency.ge

 

print