საქართველოს საგადასახადო სისტემის მიმოხილვა
საგადასახადო დაბეგვრა ფუნდამენტურია სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და მის მიერ მომსახურების გაწევის თვალსაზრისით, მაგრამ საქართველოსთვის იგი წლების განმავლობაში უდიდესი პრობლემა იყო. „ვარდების რევოლუციამდე” გადასახადების გადახდისთვის თავის არიდება, რაც სახელმწიფოს სისუსტესა და კორუმპირებულობას გამოხატავდა, მომსახურების გაწევას სერიოზულად აფერხებდა.