საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსი - შემდგომი რეფორმები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსი - შემდგომი რეფორმები

23 აპრილი, 2012

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ თავის ახალ ანგარიშს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს პარლამენტში ეთიკის რეგულირებას შეეხება. აღნიშნული კვლევა მომზადდა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შეკვეთით დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისისთვის. კვლევაში ასახული ინფორმაცია და მოსაზრებები არ უნდა იყოს აღქმული როგორც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის ან ეუთოს პოზიციის ან პოლიტიკის გამოხატულება.

წინამდებარე კვლევის მიზანია იმ ძირითადი მიზეზების გამოვლენა, რომელთა გამო 2004 წლის საპარლამენტო ეთიკის კოდექსი არ გამოდგა ეფექტური მექანიზმი საქართველოს პარლამენტის წევრების მხრიდან არაპროფესიონალური და არაეთიკური ქცევის შემთხვევების აღკვეთის თვალსაზრისით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წარმოადგენს 2004 წლის საპარლამენტო ეთიკის კოდექსის შემუშავებისა და მიღების პროცესის ზოგად მიმოხილვას, განიხილავს ამ დოკუმენტის ამჟამინდელ სტატუსს და ასევე წარმოადგენს რეკომენდაციებს არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად.