„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ჰოსპიტალური სექტორის კვლევას აქვეყნებს
დაუყოვნებლივ გასავრცელებლად
თბილისი, 9 ივლისი, 2012 წ. – „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ჰოსპიტალური სექტორის კვლევას აქვეყნებს. ანგარიშში ხაზგასმულია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:
● ჰოსპიტალური სექტორის პრივატიზების სამთავრობო სტრატეგიის შედეგად საქართველოს მასშტაბით სწრაფად შენდება თანამედროვედ აღჭურვილი მრავალპროფილური საავადმყოფოები და ძველი საავადმყოფოების ახლებით ჩანაცვლება მიმდინარეობს.
● საქართველოში თითქმის ყველა საავადმყოფოს მესაკუთრეები კერძო ინვესტორები არიან, ზოგიერთ მათგანზე ინფიორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.
● სოციალური დაზღვევის ვაუჩერული სისტემიდან რეგიონულ სისტემაზე გადასვლამ სადაზღვევო კომპანიებს საშუალება მისცა, რომ კონკრეტულ რეგიონებში სოციალური შედეგად, პაციენტებმა დაზღვევის მონოპოლისტი პროვაიდერები გამხდარიყვნენ. შესაძლებლობა დაკარგეს, სოციალური დაზღვევის პროვაიდერი ან საავადმყოფო თავად აირჩიონ.
● ინტერესთა კონფლიქტის პოტენციური წყაროა ჰოსპიტალურ სექტორის მფლობელობასა და მართვაში ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობა. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ზოგიერთ საავადმყოფოში უპირატესობა შესაბამისი ფარმაცევტული კომპანიის მიერ იმპორტირებულ თუ წარმოებულ მედიკამენტებს ენიჭება.
● სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფისა და პაციენტთა უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები ამჟამად სუსტია. ამასთან, პრობლემატურია სამედიცინო პერსონალის დაბალი ანაზღაურება და მათი უფლებების დაუცველობა, განსაკუთრებით რეგიონებში.
ანგარიშში ხაზგასმული პრობლემების გადასაჭრელად, საჭიროა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა. კერძოდ:
-
სამედიცინო მომსახურების გარეშე რეგიონების დარჩენის რისკი უნდა შემცირდეს ფინანსური სტიმულირებით, საავადმყოფოთა მფლობელებისთვის დამატებითი ვალდებულებუების დაწესებით და რეგიონებში სამედიცინო მომსახურებისა და საავადმყოფოების გაქრობაზე დროული რეაგირების პროგრამის შემუშავებით.
-
უნდა მოხდეს ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის უფლებების გაზრდა და მისი ინსტიტუციური გაძლიერება.
-
ჰოსპიტალურ სექტორში ამჟამად განხორციელებული პოლიტიკის შედეგების უკეთ გააზრებისა და არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისთვის აუცილებელია სისტემის მუდმივი მონიტორინგი და სათანადო რეაგირება ხელისუფლების მხრიდან.
ანგარიში მომზადდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. უახლოეს მომავალში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კიდევ ერთ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც სადაზღვევო სექტორს ეხება.
