Publications | საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
პუბლიკაციები
04 თებერვალი, 2021

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება კომენდანტის საათის ძალაში დატოვების თაობაზე

 ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად კომენდანტის საათის კვლავაც ძალაში დატოვებას. მიგვაჩნია, რომ მისი ამ ფორმით არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და შეზღუდვათა შემსუბუქების ფონზე, საქართველოს მთავრობაზე დელეგირებული უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების კიდევ უფრო ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

03 თებერვალი, 2021

ქობულეთის, ფოთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების საეჭვო ტენდერები კომპანია „ჯორჯიან სტოუნთან”

 ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის, ბადრი რომანაძის კომპანია „ჯორჯიან სტოუნი” ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან ისევ დიდ მოგებას იღებს - კომპანიამ 2020 წელს ელექტრონული ტენდერებიდან მიღებული შემოსავლის 58% (5,837,734 ლარი) ქობულეთის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან მიიღო.

20 იანვარი, 2021

სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება სახალხო დამცველის ბრიფინგზე

 სამოქალაქო ორგანიზაციები მხარდაჭერას უცხადებენ სახალხო დამცველს და მოუწოდებენ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, დაინტერესდნენ პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობით და უზრუნველყონ მსჯავრდებულთა უსაფრთხოება. აგრეთვე გარანტირებული იყოს სახალხო დამცველის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო და ადეკვატური სამუშაო პირობები პენიტენციურ დაწესებულებებში.

20 იანვარი, 2021

აჭარის მუნიციპალიტეტებს ა(ა)იპების შენახვა წელიწადში 41 მილიონ ლარზე მეტი უჯდებათ

  აჭარის 6 მუნიციპალიტეტში (ბათუმი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო, ქობულეთი) სულ 52 ა(ა)იპი ფუნქციონირებს, სადაც 6,991 დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად დაახლოები 3,444,517.35 ლარი, წლიურად კი  - 41,334,208.2 ლარი იხარჯება.

გვერდები