Publications | საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
პუბლიკაციები
16 მარტი, 2024

კოალიცია: ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ცალკეულ მოსამართლეებზე თავდასხმები

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება “ქართული ოცნების” წევრების განცხადებებს, რომლებიც მიმართულია განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეთა დისკრედიტაციისაკენ. მმართველი გუნდის ამგვარ რიტორიკას მსუსხავი ეფექტი აქვს მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლებაზე, ლახავს სასამართლოს დამოუკიდებლობას და აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.

15 მარტი, 2024

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ერთ-ერთ წინაპირობად სასამართლო სისტემაში რეფორმის განხორციელება განსაზღვრა.

15 მარტი, 2024

თანამდებობის პირი ვასილ ხახულაშვილი დეკლარაციაში უძრავ ქონებასა და ბიზნეს საქმიანობას მალავს

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ ვასილ ხახულაშვილმა 2024 წელს შევსებულ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობის შესახებ არ მიუთითა და სრულად არ ასახა უძრავი ქონება.

14 მარტი, 2024

9 ნაბიჯი ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად: მართლმსაჯულების რეფორმა

მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს. ბოლო პერიოდში უმაღლესი თანამდებობის პირების რიტორიკა იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ევროკომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებას.

13 მარტი, 2024

ნეპოტიზმი და სავარაუდო კორუფციის ნიშნები ადიგენის მერიაში

ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის ძმა, ჯემალ ქიმაძე 2021 წლიდან დღემდე  ააიპ „ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების  სამსახურის“ დირექტორია, რაც “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონით თანამდებობრივი შეუთავსებლობაა. ჯემალ ქიმაძის დანიშვნის შემდეგ კი მისმა შვილმა, ჯუმბერ ქიმაძემ ადიგენის მერიისგან პირდაპირი შესყიდვებით 103,829 ლარი მიიღო. 

13 მარტი, 2024

ხელისუფლება კლანის წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს

ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ სხვა დათქმების შესრულებასთან ერთად, კეთილსინდისიერების შემოწმების დროებითი მექანიზმიც უნდა შექმნას. შემოწმება უნდა შეეხოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, სასამართლოს თავმჯდომარეებსა და ამ პოზიციებზე დასანიშნ კანდიდატებს.

12 მარტი, 2024

თანამდებობის პირი კახაბერ ლაბუჩიძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას და შემოსავალს არ უთითებს

თბილისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძემ 2024 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის  დეკლარაციაში საკუთარი უძრავი ქონება და ხელფასი არ მიუთითა.

07 მარტი, 2024

სამართალდარღვევათა კოდექსი ჟურნალისტების წინააღმდეგ

2023 წელს, მედიის მიმართ განხორციელებული ძალადობის 45-მდე შემთხვევიდან “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოყო ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის სამი ძირითადი კატეგორია.

06 მარტი, 2024

მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები — განახლებადი სია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აგრძელებს ინფორმაციის სისტემატიზებულ შეგროვებას მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევათა პერიოდულად განახლებადი კატალოგი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, თვალყური ვადევნოთ ამ დარღვევებს და დავინახოთ მაღალი დონის კორუფციის მასშტაბი.

გვერდები