ENG

განახლებადი ბლოგი: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

27 ოქტომბერი, 2018

 

ამ ბლოგის საშუალებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გააშუქებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელოვან მოვლენებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ Facebook-სა და Twitter-ზე 

 

11:28 - ზუგდიდის #94 უბანზე ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა ძირითად ყუთში დაახლოებით 5-მდე კონვერტი ჩაყარა. დათვლის ეტაპზე, აღმოჩნდა, რომ ყუთში არსებულ ყველა კონვერტში იყო ბიულეტენი, შესაბამისად, ზედამხედველმა ბიულეტენებით სავსე კონვერტები ჩაყარა, რაც თავის მხრივ, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.  გარდა ამისა, ყუთში ჩაყრილი ბიულეტენები ხელმოწერების რაოდენობაზე ერთით მეტი აღმოჩნდა და ვერ შედგა ბალანსი. ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი, სადაც ვითხოვთ უბნის შედეგების ბათილობას.

09:00 - მარნეულის #55 უბანზე ხმების დათვლის დროს ცარიელი ბიულეტენები ჩაუთვალეს სალომე ზურაბიშვილს, დავით ბაქრაძეს კი გაუუქმეს ბიულეტენი, სადაც ყველა იყო გადახაზული და ერთი შემოხაზული. ამასთანავე, ჩვენ დამკვირვებელს არ მისცეს უფლება დაკვირვებოდა თვლის პროცესს. ეს დარღვევები გავასაჩივრეთ.

18:40 - სენაკის ოლქის #37 უბანზე თავმჯდომარის არ ყოფნის პერიოდში არ ხდებოდა მარკირების გამოყენება. ამ დროისთვის პრობლემა გამოსწორდა, თავმჯდომარემ საყვედური გამოუცხადა კომისიის წევრს.

18:00 - ისნის ოლქის #32 უბნის ტერიტორიაზე დავაფიქსირეთ ამომრჩვლისთვის ფულის გადაცემის ფაქტი.

16:00 - ქუთაისის #59 ოლქის, #21 უბანზე დაიკარგა გადასატანი ყუთის ბიულეტენი 1 ცალი.

14:00-15:00 - დმანისის #32, 2, 10, 20 უბნებზე ჩვენმა დამკვირვებლებმა კენჭისყრის შენობის გარეთ დააფიქსირეს ფულის გადაცემის ფაქტები. ჩვენი მობილური ჯგუფის მანქანის ნომრის შესახებ სავარაუდოდ წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, ვინაიდან მიახლოებისთანავე ეს ადამიანები ერთმანეთს ეუბნებოდნენ “მოვიდნენო” და იშლებოდნენ. ამასთანავე, ჩვენმა დამკვირვებლებმა შენიშნეს, რომ მათ პოლიციის ფორმიანი ადამიანები სამოქალაქო მანქანით დაჰყვებოდნენ უკან.

15:50 - ყველაზე უხუცესი, 103 წლის ამომრჩეველი ზუგდიდის  #35 ოლქის, #31 უბანზე.

15:21- 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების არაფორმალური დამკვირვებლები

 14:47- ქუთაისის #47 უბანზე ამომრჩეველს მისცეს ბიულეტენი ხელმოწერის და ბეჭდის გარეშე, ხმის მიცემის შემდეგ მიხვდნენ შეცდომას, გამოართვეს ბიულეტენი, ნახეს, თუ ვის სასარგებლოდ ჰქონდა ამომრჩეველს ხმა მიცემული  და გააფუჭეს ბიულეტენი. ამ ქმედებით ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.

13:05 - სამტრედიის #16 უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს, რომლის დროსაც ამომრჩეველმა ჩაამთვრია მინა და ამომრჩველთა სამაგიდო სიის დაზიანებას შეეცადა. კომისიის თავმჯდომარემ პატრული გამოიძახა. ინციდენტის ამოწურვის შემდეგ უბანზე ხმის მიცემის პროცესი განახლდა.

13:00 - გურჯაანის #3 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთიდან ერთით ნაკლები ბიულეტენი დაბრუნდა, რაზეც ჩვენმა დამკვირვებლებმა საჩივარი დაწერეს

13:00 - ზუგდიდის #31 უბანზე ამომრჩეველს ხმა პირადობის მოწმობის ასლით მიაცემინეს, რაზეც ჩვენმა დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.

12:06 - ზუგდიდი #94 უბანზე საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა ძირითად ყუთში  დაახლოებით 5-მდე კონვერტი ჩაყარა. ჩვენმა დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა და უბნის ბათილობა მოითხოვა.

11:55 - ბათუმის #7, 89, 25 უბნებზე ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს წილისყრაში მონაწილეობაზე.

11:54 - გურჯაანის #2 საარჩევნო უბნიდან ამომრჩეველს გარეთ გაყვა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის (საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი) დამკვირვებელი და ფული გადაუხადა. თავად დამკვირვებელი თანხის გადახდას არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მისი მძღოლია და  ბენზინის თანხა მისცა. ჩვენს დამკვირვებელს ადგილზე მყოფმა პირებმა განუცხადეს, რომ თანხის გადამხდელი ქართული ოცნების მხარდამჭერია.

11:43 - ბათუმის #7, 89, 25 უბნებზე ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს წილისყრაში მონაწილეობაზე.

10:35 - დმანისის #32 საარჩევნო უბნის ბიულეტენზე ბეჭედს ურტყამდნენ ამობრუნებულ მდგომარეობაში, რაც შესაძლოა ბათილობის საფუძველი გახდეს. ჩვენმა დამკვირვებლებმა ამ საკითხზე საჩივარი დაწერა.

09:35 - გურჯაანის #12 ოლქის #25 უბანზე, კომისიის წევრი არ შევიდა კაბინაში და საჯაროდ მისცა ხმა, რითაც დაირღვა აგიტაციის წესები, უბანზე აგიტაცია კი აკრძალულია. შესაბამისად დაიწერა საჩივარი.

08: 20 - მარტვილის #13 და ჭიათურის #26 უბნებზე კენჭისყრა 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

08:07 - ქობულეთის #92 ოლქის #32 უბნის ბიულეტენებში კანდიდატის ნომერ 57-ზე წაშლილია ციფრი 7, რის შედეგადაც ბიულეტინზე ფიქსირდება ორი 5 ნომერი. აღნიშნული პრობლების გამო უბანი დროებით დაიხურა. ამასთან დაკავშირებით სპეციალური განმარტება გამოიკრა უბანზე, რის შემდეგაც კენჭისყრის პროცესი განახლდა.

 

08:00 – ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები გახსნილია.

 

ჩვენი წინასაარჩენო ანგარიშები: