ENG
gvote18
28 ნოემბერი, 2018

განახლებადი ბლოგი: 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

 ამ ბლოგის საშუალებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გააშუქებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელოვან მოვლენებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ თვალი გვადევნოთ Facebook-სა და Twitter-ზე  

27 ნოემბერი, 2018

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდება

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2018 წლის 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს 350 ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე იქნებიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 45 მობილური ჯგუფიც მიადევნებს თვალს.