არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება: პარტიების დაფინანსების რეგულაციები გაუმჯობესებასა და დეტალიზაციას საჭიროებს
ქვემოთ ხელმომწერი ორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში 2011 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებები საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და საკუთრების უფლებებს და აქვს სამოქალაქო - პოლიტიკური აქტივობების შემზღუდველი ეფექტი, ასევე ქმნის არათანასწორ საარჩევნო გარემოს.