ENG
განცხადებები
18 მაისი, 2012

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წითელი ხიდის მიმდებარედ კერძო მესაკუთრეთა უფლებებს იცავს

მიმდინარე წლის 14 მაისს მოგვმართა მოქალაქე ნაირა თოდრიამ და განაცხადა, რომ წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარედ, მის კუთვნილ ტერიტორიაზე, წინასწარი გაფრთხილებისა და ნებართვის გარეშე განათავსეს სამშენებლო ტექნიკა, მოიყვანეს მუშები და ავტოსადგომის მოსაწყობად ასფალტის საფარის დაგება დაიწყეს.

15 მაისი, 2012

პროტესტი თბილისში ხეების მასობრივ ჩეხვას!

შაბათს, 12 მაისს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "მწვანე ალტერნატივა" თბილისის გამწვანების პრობლემებით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ერთად  დედაენის ბაღში ბოლო დროს თბილისში ხეების მასობრივ გაჩეხვას აპროტესტებდნენ. 

15 მაისი, 2012

არასამთავრობოთა ერთობლივი განცხადება საქველმოქმედო ფონდი „ქომაგის“ შექმნაზე

ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი „ქომაგი“. გაზეთ „რეზონანსის“ 14 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში „ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობენ ფონდის სამომავლო გეგმებზე, რაც იწვევს  ფონდის საქმიანობის ასოცირებას  მოძრაობა  „ქართულ ოცნებასთან“. 

10 მაისი, 2012

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიესალმება თბილისის მერის გადაწყვეტილებას

მიმდინარე წლის 24 აპრილს ჩვენი ორგანიზაციის ბლოგზე განვათავსეთ სტატია, სადაც განვიხილეთ ბარათაშვილის ქუჩის გამწვანებასთან დაკავშირებით ჩატარებული ტენდერი და გამოვთქვით მოსაზრება, რომ თბილისის მერიასა და კომპანია „გრინსერვისს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება განმარტებას საჭიროებდა თბილისის მერი

19 აპრილი, 2012

აჭარის უმაღლეს საბჭოში კანონპროექტის განხილვა

17 აპრილს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისმა აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოსთან ერთად გამართა "აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ" კანონპროექტის პირველ საჯარო განხილვა.

10 აპრილი, 2012

“ეს შენ გეხება” განცხადება საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივაზე

2012 წლის 5 აპრილს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გამოვიდა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეებს პოლიტიკური აქტივობისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლებები მიენიჭებათ.

30 მარტი, 2012

“ეს შენ გეხება” განცხადება

კამპანიის “ეს შენ გეხება” მონაწილეები მადლობას ვუხდით მხარდამჭერებს და განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარვადგენთ პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,

გვერდები