სამოქალაქო სექტორის მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს "რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს;ეუთოს წარმომადგენელს მედია თავისუფლების საკითხებში, ჰარლემ დეზირს;ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებების საკითებში, ეიმონ გილმორს;
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ წარმოქმნილ ახალ მოცემულობას, რომელიც ქართული მყიფე დემოკრატიისათვის დიდი გამოწვევაა და პლურალისტულ მედია გარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ახალციხის მერის კომპანიები ახალციხეში ტენდერებს იგებენ
ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის კუთვნილი და ყოფილი კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხების ოდენობა მელიქიძის ახალციხის გამგებლად, შემდეგ კი მერად არჩევის შემდეგ 124 793 ლარიდან 546 044 ლარამდე გაიზარდა, მათ შორის, 524 902 ლარი კომპანიებმა ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მიიღეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ბათუმის კონფერენციის მონაწილეებს
დღეს საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ტარდება. ძვირფასო სტუმრებო, ვინც ეწვიეთ ჩვენს ქვეყანას საქართველოს, რომელიც უკვე 200 წელია არ ურიგდება რუსულ ოკუპაციას; ქვეყანას, რომელიც სამაგალითოა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის!
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე
ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურესად აღშფოთებული ვართ 20 ივნისს განვითარებული მოვლენებით. სამწუხაროდ, საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ საპოლიციო ძალის არაპროპორციული გამოყენების მოწმე, რასაც შედეგად მოჰყვა ათობით ადამიანის დაკავება და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.