ENG

თამარ ტატანაშვილი

მთავარი იურისტი
tamar.tatanashvili@transparency.ge

თამარ ტატანაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2015 წლის თებერვალში შემოუერთდა. თამარი არის ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, დოქტორანტი (სადისერტაციო თემა: ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა სამართალსუბიექტობა); თსუ-ს კერძო სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო ჟურნალის (კერძო სამართლის მიმოხილვა) სარედაქციო საბჭოს წევრი. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. თამარი არის “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” წევრი, 2013 წლიდან 2015 წლამდე ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას კერძო სამართლის მიმართულებით.

2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საპარლამენტო სტაჟიორი იყო.

გამორჩეული საქმიანობის გამო, ორგანიზაციამ გადაწყვიტა თამარი მთავარი იურისტის პოზიციაზე აეყვანა.