რეგიონული ოფისები | საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
რეგიონული ოფისები
07 დეკემბერი, 2023

ადიგენის სოფელ ხევაშენში მერის წარმომადგენლის ძმების კომპანიებმა 2 მილიონამდე ლარის შესყიდვები მიიღეს

ადიგენის მუნიციპალიტეტში, ხევაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად გიორგი ენდელაძე 2015 წელს დაინიშნა. მას შემდეგ დღემდე მისი ძმების კომპანიებმა 244 სახელმწიფო შესყიდვით 1,905,649 ლარი მიიღეს. აქედან 896,271 ლარი  (47%) ადიგენის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან დაერიცხათ.

01 ნოემბერი, 2023

კორუფციის რისკი ახალციხეში: მერია ავტოსადგომისთვის ფართს თავის ფასზე  1.1 მილიონით უფრო ძვირად ყიდულობს ყოფილი მაღალჩინოსნებისგან

ახალციხის მერია ავტობუსების სადგომისთვის  2,600,000 ლარად აპირებს ფართის ყიდვას  შპს „სილქ როუდ ენჯინიარინგისგან“, რომელიც  სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორის“ ყოფილ დირექტორს, პაატა შეყელაძესა და ამავე კომპანიის  შესყიდვების ყოფილ მენეჯერს, თემურ ცუცქირიძეს ეკუთვნით.  ამ კომპანიამ, 2022 წლის მარტში, ახალციხეში,  18 030 კვ.მ.

27 ოქტომბერი, 2023

ნინოწმინდის საკრებულოს მაღალჩინოსნის ბიძამ და „ოცნების“ შემწირველმა 3 მლნ ლარამდე შესყიდვები მიიღო 

ნინოწმინდის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის ბიძამ და „ოცნების“ შემწირველმა, რაზმიკ ღუმაშიანმა, 2013-2023 წლებში, ნინოწმინდის მერიის შესყიდვებით 2,840,710 ლარი მიიღო, აქედან 1,759,795 ლარი (მიღებული თანხის

27 ივლისი, 2023

ახალციხის საკრებულოს 2021-2022 წლების საქმიანობის შეფასება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აფასებს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს საქმიანობას.

22 ივნისი, 2023

ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანიებმა ტენდერებით 2,6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს

ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისა და „ქართული ოცნების“ შემწირველის, ხაჩიკ მოსოიანის კომპანიებმა 49  სახელმწიფო შესყიდვით, 2014-2022 წლებში 2,687,008 ლარი მიიღეს. აქედან 1,928,488 ლარი (71.7%) დარიცხულია ახალქალაქის მერიიდან, სადაც მისი რძლის ძმა იურიდიულ სამსახურს 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

25 აპრილი, 2023

ახალციხის საკრებულოს თანამდებობის პირის შვილის კომპანიამ 9 მლნ ლარამდე სახელმწიფო შესყიდვები მიიღო

ახალციხის საკრებულოში ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარისა და სატენდერო კომისიის წევრის, ნოდარ ტალახაძის შვილისა და რძლის „კომპანია ელ ეს ჯორჯიამ“, 2020-2022 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 8,797,512 ლარი მიიღო. აქედან, 2,935,177 ლარი (33.3%) ახალციხის მერიიდან დაერიცხა. მათ შორის, 2,290,017 ლარზე (78%) ხელშეკრულებები ახალციხის მერიამ უკონკურენტოდ მოგებულ ტენდერებსა და პირდაპირ შესყიდვებზე გაუფორმა.

27 მარტი, 2023

ახალქალაქის მუნიციპალური ააიპ-ის დირექტორის კომპანია ადგილობრივ  ტენდერებს იგებს

მარტინ გაბრიელიანი, რომელსაც 2013 წლიდან დღემდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობა უკავია, სახელმწიფო შესყიდვებს იღებს. მისმა კუთვნილმა შპს „მეგობრობა-5”-მა, 2019 წლის აგვისტოდან დღემდე, 36 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო და ხელშეკრულებები 1,390,861 ლარზე გააფორმა. აქედან, 21 შესყიდვით 667,186 ლარი (47.9%) ახალქალაქის ბიუჯეტიდან დაერიცხა.

09 დეკემბერი, 2022

კორუფციის რისკები აბასთუმანში

ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნით  2018 წლის აგვისტოში დაინტერესდა, როცა ის მმართველი პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იყო.

09 ნოემბერი, 2022

კორუფციის რისკები სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში

2013-2021 წლებში, სამცხე-ჯავახეთში, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა და თანამდებობებზე მყოფმა პირებმა, ასევე, მათი ოჯახის წევრებმა,  ჯამში 39-მა სუბიექტმა, 54 ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი 129 775 კვ.მ. მიწა,  7 725 685 ლარად იყიდეს. მათ შორის,  გასხვისებული მიწის  75 % (97 417 კვ.მ)  უკონკურენტოდ, მხოლოდ ერთი ბიჯით 2 938 300 ლარად გაიყიდა. გარდა ამისა, 8 სუბიექტმა, 378 223 კვ.მ.

გვერდები