ვინ სწირავს „ქართულ ოცნებას“ და რას იღებენ მათთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფოსგან
07 ივლისი, 2026

26 შემომწირველიდან 21 „ქართული ოცნების“ ძველი დონორია. 2020 წლიდან მათ პარტიას უკვე 2.7 მილიონი ლარი შესწირეს. ამავე დროს, მათთან დაკავშირებულ კომპანიებს მიღებული აქვთ:
- 17.7 მლნ ₾-ის სახელმწიფო კონტრაქტები,
- 1 მლნ ₾ აგროსუბსიდია,
- 749 ათასი ₾ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამიდან
- და ბათუმში 85 000 კვ.მ-ზე მშენებლობის ნებართვები, მათ შორის ორი ცათამბჯენისთვის.

სამშენებლო-მასალების კომპანიის შპს „ნოვას" ხუთ თანამფლობელს (ემზარ და რამაზ ირემაძეები, ჯემალ ბოლქვაძე, ზვიად აბულაძე და ჯემალ ანთაძე) 2020 წლიდან პარტიისთვის ჯამში 1.12 მილიონი ლარი აქვს შეწირული.
შპს „ნოვას“ სახელმწიფოსგან მიღებული აქვს:
- 16 მლნ ₾ შესყიდვის კონტრაქტი (2015 წლიდან): 9.6 მლნ ₾ ტენდერი + 6.5 მლნ ₾ გამარტივებული შესყიდვა;
- 669 000 ₾ „აწარმოე საქართველოში" სუბსიდია (2015–2016 წწ.).