თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში
09 სექტემბერი, 2021
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა 2020 წლის (შემდეგში: საანგარიშო/საკვლევი პერიოდი) ქალაქ ბათუმის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობა. ანგარიშის ფარგლებში წარმოგიდგენთ ინფორმაციას საკრებულოს საქმიანობის შესახებ შემდეგი მიმართულებებით:
- მიღებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტები;
- კონტროლის ფუნქციის განხორციელება;
- კომისიების, საბჭოებისა და ფრაქციების საქმიანობა;
- საკრებულოს თანამდებობის პირთა კავშირი ბიზნესთან და შეუთავსებელი საქმიანობა;
- მოქალაქეთა ჩართულობა და ანგარიშვალდებულება;
- გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა;
- საკრებულოს ხარჯები.
ანგარიში ასევე მოიცავს ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებაც დაეხმარება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებულ საკრებულოს მომავალ საქმიანობაში.
ანგარიშის საფუძვლად გამოყენებულია საკრებულოდან გამოთხოვილი ინფორმაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებები და მედიის მასალები.
ორგანიზაციამ საკრებულოს 2017-2019 წლების საქმიანობის შეფასების ანგარიში 2020 წლის მარტში გამოაქვეყნა.