“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” და SIDA-ს 10-წლიანი თანამშრომლობა გრძელდება
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (SIDA) 25 თებერვალს თანამშრომლობის 4-წლიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული თანამშრომლობა საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად.
SIDA-ს მხარდაჭერით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ განაგრძობს აქტიურ მუშაობას ანტიკორუფციული პოლიტიკის გასაძლიერებლად, კარგი მმართველობის პრინციპების გასამყარებლად, სასამართლო რეფორმის ეფექტურობისა და მედიის დამოუკიდებლობის ხელშესაწყობად. ამასთან, გავაგრძელებთ მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიულ დახმარების გაწევას, წავახალისებთ მათ ჩართულობას დემოკრატიულ პროცესებსა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდაჭერაში.
შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2012 წლიდან თანამშრომლობენ. სწორედ ამ წარმატებულმა და შედეგზე ორიენტირებულმა პარტნიორობის ისტორიამ განაპირობა თანამშრომლობის კიდევ 4 წლით გაგრძელება.
მადლობას ვუხდით შვედეთის მთავრობას ქართული დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.