"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მიერ ხმის მიცემის პროცესის მონიტორინგის ანგარიში, 8 ივლისი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მიერ ხმის მიცემის პროცესის მონიტორინგის ანგარიში, 8 ივლისი

08 ივნისი, 2010
  • 1 193 წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირიდან კონსტიტუციური უფლების რეალიზება – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება – მხოლოდ ერთმა შესძლო
  • კენჭისყრის დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლები ამავე საპყრობილეებში აძლევდნენ ხმას

2010 წლის 30 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დააკვირდა წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. მონიტორინგი განხორციელდა ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს მონაცემებით, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ის პირები იმყოფებოდნენ, რომელთაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ.

 

elections