2010 წლის 30 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დააკვირდა წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. მონიტორინგი განხორციელდა ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს მონაცემებით, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ის პირები იმყოფებოდნენ, რომელთაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ.