სატენდერო განცხადება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

სატენდერო განცხადება

12 სექტემბერი, 2012

ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს ტენდერს საავტომობილო ტრანსპორტით მომსახურების შესახებ

 

ზოგადი აღწერილობა:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პროექტის – „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში" 2012 წლის საპარლამეტო არჩევნების პარტიათა დაფინანსების და სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგი“ – ფარგლებში აცხადებს ტენდერს სამგზავრო ავტო სატრანსპორტო საშუალების დაქირავების მიზნით 2012 წლის 30 სექტემბერი - 2 ოქტომბერი.

 

სატენდერო მოთხოვნები:

  1. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტევადობა უნდა შეადგენდეს სულ მცირე 12 ადამიანს;

  2. ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოშვების წელი არ უნდა იყოს 1995 წელზე ადრინდელი.

  3. ავტოსატრანსპორტო საშუალებები სრულად უნდა აკმაყოფილებდნენ დადგენი ტექნიკურ და უსაფრთხოების ნომრებს

  4. ტენდერში მონაწილე კომოპანიას უნდა ჰქონდეს მგზავრების გადაყვანის სფეროში საქმიანობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება.

      

წარმოსადგენი დოკუმენტები 

  1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  2. რეკვიზიტები (საკონტაქტო და საბანკო ინფორმაცია);
  3. ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების შესახებ:
  • მარკა-მოდელი;
  • სახელმწიფო ნომერი;
  • წლოვანება;
  • ტევადობა;
  • საკუთრების ფორმა.
  1. მომსახურების საფასური (1-კმ ს სავარაუდო ღირებულება). 

     

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ სატენდერო წინადადებები შემდეგ მისამარათზე temo@transparency.ge

ანცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 2012 წლის 19 სექტემბერი.

 

 

 

print