
ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს ტენდერს საავტომობილო ტრანსპორტით მომსახურების შესახებ
ზოგადი აღწერილობა:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პროექტის – „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში" 2012 წლის საპარლამეტო არჩევნების პარტიათა დაფინანსების და სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგი“ – ფარგლებში აცხადებს ტენდერს სამგზავრო ავტო სატრანსპორტო საშუალების დაქირავების მიზნით 2012 წლის 30 სექტემბერი - 2 ოქტომბერი.
სატენდერო მოთხოვნები:
ავტოსატრანსპორტო საშუალების ტევადობა უნდა შეადგენდეს სულ მცირე 12 ადამიანს;
ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოშვების წელი არ უნდა იყოს 1995 წელზე ადრინდელი.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები სრულად უნდა აკმაყოფილებდნენ დადგენი ტექნიკურ და უსაფრთხოების ნომრებს
ტენდერში მონაწილე კომოპანიას უნდა ჰქონდეს მგზავრების გადაყვანის სფეროში საქმიანობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება.
წარმოსადგენი დოკუმენტები
მომსახურების საფასური (1-კმ ს სავარაუდო ღირებულება).
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ სატენდერო წინადადებები შემდეგ მისამარათზე temo@transparency.ge [1]
განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 2012 წლის 19 სექტემბერი.