არასამთავრობოთა მიმართვა პარლამენტს
18 მაისი, 2012
მიმართვა
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ბატონ დავით ბაქრაძეს,
საქართველოს პარლამენტის წევრებს
ჩვენ, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმოამდგენლები, მოქალაქეები, მხარს ვუჭრეთ კამპანია "ეს შენ გეხებას" ფარგლებში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით 2012 წლის 7 მაისს საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებებს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში:
- ხელს უწყობენ თანაბარი მედია გარემოს შექმნას;
- ადგენენ ამომრჩევლისთვის მრავალმხრივი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებებს და გარანტიებს;
- აყალიბებენ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მკაფიო აკრძალვებს;
- ამცირებენ ხმის დათვლის პროცესში შედეგებით მანიპულირების რისკს;
- უზრუნველყოფენ საარჩევნო ადმინისტრაციების და ადმინისტრაციული ორგანოების მეტ გამჭვირვალობას.
მიგვაჩნია რა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საამრთლიანი და თანასწორი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებას, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყონებლივ განიხილოს და შეიტანოს ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში.