ENG

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" 2009 წლის კორუფციის აღქმის ინდექსს აქვეყნებს

19 ივლისი, 2010

17 ნოემბერი 2009 – თბილისი, საქართველო – კორუფციის დონე საქართველოში მცირედით შემცირდა “საერთაშორისო გამჭვირვალობის” (TI) 2009 წლის “კორუფციის აღქმის ინდექსის” (CPI) შედეგების მიხედვით. “კორუფციის აღქმის ინდექსი” შემუშავდა და გამოქვეყნდა “საერთაშორისო გამჭვირვალობის” სათავო (ბერლინის) ოფისის მიერ. საქართველოს ინდექსი ეყრდნობა ექვსი ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის და ფინანსური ინსტიტუტის მიერ 2008-2009 წლებში ჩატარებული შვიდი კვლევის შედეგებს1, რომლის მიხედვითაც საქართველო 180 ქვეყნიდან 66-ე ადგილზე გავიდა და 4.1 ქულა მიიღო. გასულ წელს საქართველოს ქულა 3.9 იყო.