18 ოქტომბერი: ვინ აფინანსებს ქართულ ოცნებას? - გიორგი ჭელიძე
შპს „ვუდმასტერის“ 18%-იანი წილის მფლობელმა გიორგი ჭელიძემ 2024 წლის 15 აგვისტოს, „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, მმართველ პარტიას 40,000 ლარი შეწირა. 2017-2020 წლებში, მას „ქართული ოცნებისთვის“ 180,000 ლარი აქვს შეწირული. შპს „ვუდმასტერს“ „აწარმოე საქართველოში“-დან 52,000 ლარის სახელმწიფო სუბსიდია აქვს მიღებული. 13,000 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი კი სახელმწიფოსგან პირდაპირი პრივატიზაციის გზით მიიღო.
გიორგი ჭელიძე ასევე ფლობს შპს „მეამას“ 5%-იან წილს. აღნიშნულ კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებიდან 145,000 ლარი აქვს მიღებული, ხოლო „აწარმოე საქართველოში“-დან 691,000 ლარი. 22,000 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი კი სახელმწიფოსგან პირდაპირი პრივატიზაციის გზით მიიღო. „ქართული ოცნებისთვის“ 20,000 ლარი აქვს შეწირული „მეამას“ კიდევ ერთ თანამფლობელს - თამაზ ხარაიძეს.