ENG

ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატები

17 მაისი, 2019

 

2019 წლის 19 მაისს, ზუგდიდის, ხულოს, მარნეულის, ზესტაფონისა და ჭიათურის მერების რიგგარეშე, ხოლო თბილისში, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. ხუთ მუნიციპალიტეტში მერობისთვის ჯამში პარტიების მიერ წარდგენილი და დამოუკიდებელი 71 კანდიდატი იბრძვის: მათ შორის,  15-15 - ზუგდიდში, მარნეულსა და ზესტაფონში, 13-13 კი ხულოსა და ჭიათურაში. მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის 20 კანდიდატია დარეგისტრირებული.

ზუგდიდსა და მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში ყოფილი მერების დაკავების, ხოლო ჭიათურაში, ხულოსა და ზესტაფონში მერების გადადგომის  გამო დადგა

მთაწმინდის ოლქში კი პარლამენტის შუალედური არჩევნების საჭიროება ყოფილი მაჟორიტარის, სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტად არჩევამ განაპირობა.

თანამდებობის პირთა თუ არჩევნებისას წარდგენილ კანდიდატთა კვალიფიკაცია, მათი ქონებრივი მდგომარეობა და ბიზნესწილები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხია, შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წარმოგიდგენთ ინფორმაციას მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატებზე.

ზუგდიდის მერობის კანდიდატები

გიორგი შენგელია - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”

სამუშაო გამოცდილება:

  • 2004-2008 წლებში „საქართველოს ბანკის” საკრედიტო ექსპერტი
  • 2008-2009 წლებში „სახალხო ბანკის” ზუგდიდის ფილიალის მმართველი
  • 2009-2010 წლებში „ლიბერთი ბანკის” ზუგდიდის ფილიალის მმართველი
  • 2010-2011 წლებში „საქართველოს ბანკის” ფოთის ფილიალის საკრედიტო ჯგუფის უფროსი
  • 2011-2018 წლებში „თიბისი ბანკის” ზუგდიდის სერსვისცენტრის დირექტორი
  • 2018 წლის ნოემბრიდან ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე

ქონება:

  • გიორგი შენგელიას მიერ 2019 იანვარში შევსებული დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე ქსენია ბიგვავა ფლობს მიწის ორ ნაკვეთს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში
  • შენგელიას საკუთრებაშია ავტომობილი TOYOTA CAMRY HYBRID, რომლის შესაძენადაც 2018 წელს 6 000 აშშ  დოლარი გადაიხადა
  • გიორგი შენგელია ასევე ფლობს „ლიბერთი ბანკის”  54 875 ერთეულ ფასიან ქაღალდს, რომელთა შესაძენად 3 018 ლარი გადაიხადა

სანდრა რულოვსი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია”

სამუშაო გამოცდილება:

  • 1993 წელს მუშაობდა აშშ-ში კოლუმბიის უნივერსიტეტში, შემდეგ კი ჰოლანდიურ იურიდიულ ფირმაში
  • 1996 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში, შემდეგ კი ნიდერლანდების სამეფოს საკონსულოში თბილისში
  • 1998 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი „სოკო”, რომელიც კურირებს ჰოლანდიური კომპანიების და კერძო პირების მიერ დაფინანსებულ ჰუმანიტარულ პროექტებს
  • 1999-2003 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
  • 2007 წელს სანდრა რულოვსმა დააფუძნა კლასიკური მუსიკის რადიოსადგური „მუზა“.

ქონება:

  • სანდრა რულოვსის მიერ 2016 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის და მისი მეუღლე, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფლობენ ერთ ბინას თბილისში, ორს კი ნიდერლანდების სამეფოში
  • მათსავე საკუთრებაშია მიწის ოთხი ნაკვეთი ყვარელსა და მცხეთაში.

გოგიტა ბიგვავა - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”

სამუშაო გამოცდილება:

  • 2000-2003 წლებში მუშაობდა ზუგდიდის მუზეუმში
  • 2003–2005 წლებში იყო მასწავლებელი სკოლა „ოცდამეერთე საუკუნეში“
  • 2005 წლიდან პედაგოგად მუშაობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საჯარო სკოლაში
  • გოგიტა ბიგვავა წარსულში იყო „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი
  • 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო ამავე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
  • 2014 წელს იყო ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან”
  • 2016 წელს მუშაობდა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე

ქონება:

  • გოგიტა ბიგვავა ფლობს მიწის ნაკვეთს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში.
  • გოგიტა ბიგვავამ 2011 წელს 70 ლარი შესწირა “ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას”.

პაატა პირტახია - „თავისუფლება - ზვიადის გზა"


სამუშაო გამოცდილება:

  • პაატა პირტახია წარსულში იყო „საქართველოს ფოსტის” თანამშრომელი
  • 2014 წლის მოწვევის მარტვილის საკრებულოს წევრი, სადაც წარმოადგენდა ფრაქციას „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა”.

ქონება:

  • პაატა პირტახიას საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  და საკარმიდამო მიწის ორი ნაკვეთი მარტვილში, სოფელ თამაკონში.

შავლეგ თოდუა - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”

სამუშაო გამოცდილება:

  • 2000-2002 წლებში მუშაობდა შსს -ის შინაგან ჯარში
  • 2005-2006 წლებში კი შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში

ქონება:

  • საჯარო რეესტრის მონაცემთა მიხედვით, შავლეგ თოდუას სახელზე რაიმე სახის ქონება არ იძებნება.

ლიკა ბუკია - “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”

სამუშაო გამოცდილება:

  • ლიკა ბუკია წარსულში მუშაობდა ლიბერთი ბანკში

ქონება:

  • საჯარო რეესტრის მონაცემთა მიხედვით, ლიკა ბუკიას სახელზე რაიმე სახის ქონება არ იძებნება.

დომენტი (ზვიად) სიჭინავა - დამოუკიდებელი კანდიდატი

სამუშაო გამოცდილება:

  • ზვიად სიჭინავა 1991 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, 1991-1994 წლებში იყო დირექტორის მოადგილე კომპანია „დიდ მიზანში“
  • 1995-2005 წლებში იყო მოსკოვის ტერეზა დუროვას სახელობის სახელმწიფო თეატრის გენერალური დირექტორი
  • 2005-2006 წლებში იყო კომპანიის „რუსული რესტავრაცია“ ფინანსური  ხელმძღვანელი
  • 2006 წლიდან იგი საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ბაიას“ პრეზიდენტია
  • 2009-2015 წლებში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
  • 2011-2015 წლებში - უეფას სამართლიანი თამაშის და სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის წევრი
  • 2015-2016 წლებში - უეფას ეროვნული ასოციაციების კომიტეტის წევრი

ქონება:

  • დომენტი სიჭინავას სახელზე რაიმე სახის უძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული
  • ის შპს „ბაია ზუგდიდის” 90% წილისა და შპს „სამარგალოს” 100% წილის მფლობელია

თენგიზ ჯგუშია - დამოუკიდებელი კანდიდატი

სამუშაო გამოცდილება:

  • თენგიზ ჯგუშია 1992–1993 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერ–თანამშრომლის პოზიციაზე
  • ამავე პერიოდში იყო ,,საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" ვიცე–პრეზიდენტი
  • 1993–1994 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანაშემწედ
  • 1995 წელს  იყო სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის ეკონომიკური რეფორმების ჯგუფის ეკონომიკური მრჩეველი
  • ამავე წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი ,,საქართველოს მოქალაქეთა კავშირის" პარტიული სიით
  • 1999 წელს იგი ისევ გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი, ამჯერად როგორც მაჟორიტარი დეპუტატი საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს აღორძინება”, თუმცა მალევე „საქართველოს მოქალაქეთა კავშირს” შეუერთდა
  • 2007-2008 წლებში იყო სააქციო საზოგადოება ,,მადნეულის" გენერალური დირექტორის მრჩეველი
  • 2010-2014 წლებში მუშაობდა ,,ელიზი ჯგუფის" რეგიონული გაყიდვების მენეჯერად
  • 2013 წლიდან არის სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის” ლიდერი

თენგიზ ჯგუშია 2013 წელს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუშიამ ზუგდიდის გამგებლის იმჟამინდელ მოადგილეს, მერაბ ქვარაიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა ქვარაიას დაზიანებები არ მიუღია. ჯგუშია მალევე 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ქონება:

  • საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, თენგიზ ჯგუშიას სახელზე რაიმე სახის კომპანია ან ქონება არ იძებნება.

დავით თორდია - დამოუკიდებელი კანდიდატი

სამუშაო გამოცდილება:

  • დავით თორდია არის სამეცნიერო კვლევითი ცენტრ „ახალი სიტყვის” თავმჯდომარე

ქონება:

  • დავით თორდიას საკუთრებაშია ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი.

ზუგდიდის მერობისთვის ასევე იბრძვიან მალხაზ ლეჟავა („საქართველოს ძალოვან ვეტერანთა კავშირი”), ნანი ხუციძე („ქრისტიან-კონსერვატორები”), ლიკა ბუკია (მოძრაობა „თავისუფალი საქართველო”), დავით ჩიაშვილი („ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”), ალექსი ნონიაძე („ახალი პლატფორმა”) და სოფიო კანდელაკი („თავისუფალი საქართველო”), თუმცა მათ შესახებ ჩვენ რაიმე ინფორმაციის მოძიება ვერ შევძელით.

ხულოს მერობის კანდიდატები

ვახტანგ ბერიძე - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”

სამუშაო გამოცდილება:

  • ვახტანგ ბერიძე 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე
  • 2012-2017 წლებში იყო შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს უფროსი
  • 2017-2018 წლებში მუშაობდა შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ
  • 2018 წლის ივლის-ოქტომბერში მუშაობდა შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს უფროსის პოზიციაზე
  • 2018 წლის ოქტომბრიდან კი არის ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/მერის მოვალეობის შემსრულებელი.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ბერიძე ხულოს მერის პირველ მოადგილედ ყოფილმა მერმა გოჩა მელაძემ გადადგომამდე ერთი დღით ადრე დანიშნა. თავად ბერიძემ კი პოლიციის ხულოს რაიონული სამმართველოს უფროსის პოზიცია მერის მოადგილედ დანიშვნამდე ასევე ერთი დღით ადრე დატოვა.

ქონება:

ვახტანგ ბერიძე, 2019 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობს:

  • ბათუმში ორ საცხოვრებელ სახლს
  • ხულოში ორ საცხოვრებელ სახლს
  • ასევე მიწის სამ ნაკვეთს ხულოსა და ბათუმში.

ირაკლი ჯორბენაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია”

სამუშაო გამოცდილება:

  • ირაკლი ჯორბენაძე 2014 წლიდან ხულოს საკრებულოს წევრია
  • ამჟამად საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

ქონება:

ირაკლი ჯორბენაძის მიერ 2019 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის და მისი ოჯახის წევრები:

  • ფლობენ ბინას ქალაქ ბათუმში. საცხოვრებელ სახლს, არასაცხოვრებელ და კომერციულ ფართებს, ასევე მიწის სამ ნაკვეთს ხულოში
  • ირაკლი ჯორბენაძეს დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ შპს „კავკასია - 2013-ის” 100% წილის მფლობელი და დირექტორია, რითაც იგი არღვევს „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირმა საწარმოში დირექტორობა უნდა დატოვოს და კუთვნილი წილები მინდობით სხვა პირს გადასცეს.

ირაკლი ჯორბენაძემ 2012 წელს 1000 ლარი შესწირა პარტიას “განახლებული საქართველოსთვის”.

ზურაბ ჯორბენაძე - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს” კანდიდატი

სამუშაო გამოცდილება:

  • ზურაბ ჯორბენაძე 1997-1998 წლებში მუშაობდა პოლიციელად
  • 1998 წლიდან კი ეწევა საადვოკატო საქმიანობას
  • 2006 წლიდან არის შპს „ჯორბენაძე და კომპანია იურიდიული ბიუროს” დამფუძნებელი და დირექტორი.

ქონება:

  • საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ზურაბ ჯორბენაძე ფლობს ბინას ქალაქ თბილისში.

ხულოს მერობისთვის ასევე იბრძვიან იოსებ თავართქილაძე („ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”), საბა ბობოხია („თავისუფალი საქართველო”), ზურაბ ცინცაძე (მოძრაობა „თავისუფალი საქართველოსთვის”), როლანდ აბულაძე (დამოუკიდებელი კანდიდატი), ზურაბ ხიმშიაშვილი (მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის”), მამუკა ქობულაძე („პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო”), გია გაბეშია („თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა”), ირაკლი ტუნაძე („საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”), ზაურ კომახიძე („ქრისტიან-კონსერვატორები”) და ნუგზარ ფუტკარაძე ("ეროვნულ დემოკრატიული პარტია"), თუმცა მათ შესახებ ჩვენ რაიმე ინფორმაციის მოძიება ვერ შევძელით.

მარნეულის მერობის კანდიდატები

ზაურ დარგალი - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”

სამუშაო გამოცდილება:

  • ზაურ დარგალი 2009 წელს იყო მარნეულის ახალგაზრდული საკრებულოს წევრი
  • 2007-2010 წლებში მარნეულის ახალგაზრდული ბანაკის წევრი
  • 2010-2011 წლებში მარნეულის ახალგაზრდული ბანაკის მენტორი და ტრენერი
  • 2008-2011 წლებში მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის პროგრამების მენეჯერი
  • 2011-2013 წლებში მუშაობდა მარნეულის დემოკრატიური ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილედ
  • 2013 წლიდან გახდა „ქართული ოცნების” მარნეულის საოლქო შტაბის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი
  • 2014 წელს - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში
  • 2017 წლიდან დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას იკავებს

ქონება:

ზაურ დარგალის მიერ 2018 წლის ივლისში შევსებული დეკლარაციის თანახმად, მის საკუთრებაშია:

  • ავტომობილი Mercedes-Benz GL 450, რომელიც 2017 წელს 60 000 ლარად შეიძინა

მას დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, რენა ნურმამედოვა ფლობს საკარმიდამო მიწის ნაკვეთს (625 კვ.მ.) მარნეულში. ზაურ დარგალს აღნიშნული ინფორმაცია არც წინა წლის დეკლარაციაში ჰქონდა მითითებული, რის შესახებაც ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2018 წლის ივლისში გამოაქვეყნა. ზაურ დარგალი ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირთა შორის, რომლებიც საჯარო სამსახურის ბიურომ დეკლარაციის არასრულად შევსების გამო დააჯარიმა.

აკმამედ (აჰმედ) იმამკულიევი - „ევროპული საქართველო”

სამუშაო გამოცდილება:

  • აკმამედ იმამკულიევი 2002-2004 წლებში იყო მარნეულის რაიონული გამგეობის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი
  • 2004-2005 წლებში მუშაობდა „პროკრედიტ ბანკში” საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე
  • 2010-2011 წლებში მუშაობდა მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში
  • 2014-2017 წლებში იყო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე
  • 2017 წელს გახდა პარტია „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი და მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, 2017 წელს კენჭს იყრიდა მარნეულის მერის თანამდებობაზე, სადაც ხმათა 19.14%-ით მეორე ადგილზე გავიდა
  • 2018 წელს გახდა მარნეულის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის” თავმჯდომარე, ამჟამად კი საკრებულოს წევრია.

ქონება:

  • აკმამედ იმამკულიევის მიერ 2019 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის თანახმად, მის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი მარნეულში.

აგილ მუსტაფაევი -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზოცია”

სამუშაო გამოცდილება:

  • აგილ მუსტაფაევი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარეა
  • ასევე არის ა(ა)იპ „პოლიტიკური კლუბი - აზად ზონას” გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე.

ქონება:

  • საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად აგილ მუსტაფაევის სახელზე რაიმე სახის კომპანია ან ქონება არ ირიცხება.

ნინო ჯურხაძე - „თავისუფალი საქართველო”

სამუშაო გამოცდილება:

  • ნინო ჯურხაძე პარტია „თავისუფალი საქართველოს” წევრია
  • იგი წარსულში პარტიის გლდანის რაიონის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ქონება:

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ნინო ჯურხაძე ფლობს ბინას ქალაქ თბილისში.

ნინო ჯურხაძემ 2016 წელს 40 ლარი შესწირა პარტიას “თავისუფალი საქართველო”.

ლეილა ხარაიშვილი - პარტია „საქართველოს”

სამუშაო გამოცდილება:

  • ლეილა ხარაიშვილი წარსულში ფერმერულ საქმიანობას ეწეოდა
  • ამჟამად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელია.

ქონება:

  • საჯარო რეესტრის მონაცემთა მიხედვით, ლეილა ხარაიშვილის სახელზე რაიმე სახის ქონება არ იძებნება.

მალხაზ გორგასლიძე - „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა”

სამუშაო გამოცდილება:

  • მალხაზ გორგასლიძე პატია „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზის” პოლიტიკური მდივანია.

ქონება:

  • საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მალხაზ გორგასლიძე ფლობს ბინას ქალაქ რუსთავში.

ალი ბადიროვი - დამოუკიდებელი კანდიდატი

სამუშაო გამოცდილება

  • ალი ბადიროვი 2015-2016 წლებში მუშაობდა მარნეულის მერიის ზედამხდველობის სამსახურში
  • ამჟამად კი „საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარეა და ეწევა საადვოკატო საქმიანობას.

ქონება:

  • საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ალი ბადიროვის საკუთრებაშია ბინა ქალაქ თბილიში.

მარნეულის მერობისთვის ასევე იბრძვიან ელენე გაბინაშვილი (მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის„), ბექა სვანიძე („ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”), ირენა სტურუა (მოძრაობა „თავისუფალი საქართველოსთვის”), ლისა სიხარულიძე („ახალი ქრისტიან-დემოკრატები), ნინიკო ჩხეტია („პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო”), ელისო ქართველიშვილი („საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”), ჯანო ჟვანია („ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”) და ილია პატარაია („ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”), თუმცა მათ შესახებ ჩვენ რაიმე ინფორმაციის მოძიება ვერ შევძელით.

ზესტაფონის მერობის კანდიდატები

გიორგი გოგლიჩიძე - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”

სამუშაო გამოცდილება:

  • 1995-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ლეიბორისტული ფრაქციის აპარატის სპეციალისტად
  • 1999-2006 წლებში იყო საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ საორგანიზაციო მდივნის მოადგილე.
  •  2006-2010 წლებში კი ზესტაფონის საკრებულოს წევრი

2008 წელს დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დააკავეს, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულების სიაში მოხვდა, 2012 წლის ნოემბერში იგი სააპელაციო სასამართლომ გაამართლა და  შედეგად საპატიმრო დატოვა.

გიორგი გოგლიჩიძე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ზესტაფონის მერად დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს, დამარცხების შემდეგ კი მოქმედი მერის კახაბერ მახათაძის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავდა კორუფციული გარიგებების  ბრალდებებით.

ქონება:

  • საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გიორგი გოგლიჩიძე არის შპს „ბაჯოს” 50% წილის მფლობელი.

გიორგი წულაია - „თავისუფალი საქართველო”

სამუშაო გამოცდილება:

  • 1992 წელს პარლამენტის წევრი გახდა საარჩევნო ბლოკიდან „კონსერვატიული (მონარქისტების) პარტია”.
  • 2008 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი  საარჩევნო ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები”.
  • 1996-1999 წლებში  ქუთაისის, ძელქვიანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
  •  1999-2000 წწ. ქუთაისის ძელქვიანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე.
  •  2000-2001 წწ. ქუთაისის ძელქვიანის მუნიციპალური განყოფილების უფროსი;
  • ბოლო წლებში გიორგი წულაია პარტია „თავისუფალი საქათველოს“ შეუერთდა და იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

ქონება:

  • საჯარო რეესტრის მონაცემთა თანახმად, გიორგი წულაია ფლობს ბინას ქუთაისში.

ბაქარ ხიჯაკაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია”

სამუშაო გამოცდილება:

  • 2017-2019 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთის სამმართველოს უფროსი.
  •  2015 წლიდან დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორი.

ქონება:

  • ბინა ქალაქ თბილისში 89 კვ.მ.
  •  ორი  საცხოვრებელი სახლი  ზესტაფონში ჯამში  320 კვ.მ. ფართით
  • საცხოვრებელი  სახლი ხარაგაულში 250 კვ.მ.
  •  ოთხი მიწის ნაკვეთი ზესტაფონში 1 161 კვ.მ. საერთო ფართით
  • მიწის ნაკვეთი ხარაგაულში 10 000  კვ.მ.
  • მიწის ნაკვეთი ბაკურიანში 352 კვ.მ.

პაატა  ბაკურაძე -  „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)”

სამუშაო გამოცდილება:

  • საქართველოს მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი „ეროვნულ დემოკრატიული პარტიიდან”

ქონება:

  • პაატა  ბაკურაძის სახელზე უძრავი ქონება არ ფიქსირდება

ვახტანგ რობაქიძე - დამოუკიდებელი კანდიდატი

სამუშაო გამოცდილება:

  • ვახტანგ რობაქიძე მუშაობდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსად.

ქონება:

  • ვახტანგ რობაქიძის სახელზე უძრავი  ქონება არ ფიქსირდება.

 კახაბერ ზარნაძე - დამოუკიდებელი კანდიდატი

სამუშაო გამოცდილება:

  • კახაბერ ზარნაძის სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მოძიება ვერ შევძელით

ქონება:

  • შპს „ლარეს”100% წილის მფლობელი და დირექტორი
  •  შპს „სიტყვა და საქმე”  100% წილის მფლობელი და დირექტორი.

ზესტაფონის მერობისთვის ასევე იბრძვიან დავით თხელიძე („ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”), ანზორ ნებიერიძე („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”), ზვიად ბოლოკაძე („მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”), გელა სულაქველიძე („ახალი ქრისტიან-დემოკრატები”), ინგა კელენჯერიძე (მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის”), კახაბერ მაჩიტაძე („პოლიტკიკური პლატფორმა - ახალი საქართველო”), მანუჩარ სართანია („თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა”), ნინა გოცაძე („საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”) და რევაზ სხულუხია („ქრისტიან კონსერვატორები”), თუმცა მათ შესახებ რაიმე ინფორმაციის მოძიება ვერ შევძელით.

ჭიათურის მერობის კანდიდატები

გივი მოდებაძე - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”

სამუშაო გამოცდილება:

  • 1997-2004 წლებში დაზღვევის სახელმწიფო ფონდში მუშაობდა
  • 2004-2009 წლებში - სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ჭიათურის განყოფილებაში
  • 2009-2013 წლებში სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების უფროსი
  • 2017 წლიდან დაიკავა ჭიათურის მერის პირველი მოადგილის პოსტი
  •  2018 წლის ოქტომბრიდან  დღემდე ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელი.

ქონება:

  • ბინა ჭიათურაში
  • საცხოვრებელი სახლი ჭიათურაში
  • მიწის ნაკვეთი ჭიათურაში

ალექსანდრე კეზევაძე - „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)”

სამუშაო გამოცდილება:

  • 1988-1989 წლებში - თბილისის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილების ექიმ-ინტერნი.
  • 1989-1991 წლებში - ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირის ექიმ-პედიატრი, ამბულატორიის გამგე და ზუგდიდის სასწრაფო-გადაუდებელი სამსახურის ექიმი.
  •  1991-1993 წლებში - თბილისის ექიმთა და ხელოვნების ინსტიტუტის პედიატრიისა და ბავშვთა ქირურგიის კათედრის ორდინატორი და ასპირანტი.
  • 1993-1998 წლებში იყო თბილისის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილების ექიმ-რეანიმატოლოგი.
  •  1998-2001 წლებში იყო შპს „ინფრა ლაიფის” დირექტორი.
  • 2000-2001 წლებში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციაში Counterpart International მონიტორად
  • 2001-2004 წლებში - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი
  • 2004-2006 წლებში - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დარგობრივი რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
  • 2004-2006 წლებში იყო მსოფლიო ბანკის ამბულატორიული პროგრამის კოორდინატორი და პროგრამის თანადირექტორი.
  • 2006-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოს კონტროლის სამსახურის მთავარ სპეციალისტად
  • ალექსანდრე კეზევაძე 2008 წლიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის სამსახურის მთავარი სპეციალისტია.

ქონება:

  • შპს „ელ–დი და კომპანიის” 100 % წილის მესაკუთრე და დირექტორი
  •  შპს „აი დენტის” 34% წილის მესაკუთრე.

დავით ჭუმბურიძე - დამოუკიდებელი კანდიდატი

სამუშაო გამოცდილება:

ქონება:

  • საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად დავით ჭუმბურიძის სახელზე რაიმე ქონება არ ირიცხება.
  • დავით ჭუმბურიძე არის შპს „დაჩას” დირექტორი.

დავით ჭუმბურიძემ 2017 წელს 500 ლარი შესწირა საკუთარ თავს, როგორც მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს.

ზურაბ კუპატაძე - დამოუკიდებელი კანდიდატი

სამუშაო გამოცდილება:

  • 1994-2013 წლეში საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და საჯარო სკოლებში უმაღლესი მათემატიკის ლექტორად და მასწავლებლად მუშაობდა
  •  2013 - 2016 წლებში  ჭიათურის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
  •  2016 წელს აირჩიეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლად.

ქონება:

  • ზურაბ კუპატაძის საკუთრებაშია ბინა  ჭიათურაში

ჭიათურის მერობისთვის ასევე იბრძვიან ირაკლი დემეტრაძე („მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”), თეიმურაზ სამხარაძე („ქრისტიან-დემოკრატიული მოძრობა”), ტატო ურუშაძე („თავისუფალი საქართველო”), გიორგი ხაჭაპურიძე („მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”), მზია სამხარაძე („ახალი ქრისტიან-დემოკრატები”), ანდრო მაღლაკელიძე („პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო”), ზიტა ადამია („თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა”), ირინა ცერცვაძე („საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიორტთა პოლტიკური მოძრაობა”) და მანანა გოგიჩაძე („ქრისტიან-კონსერვატორები”), თუმცა მათ შესახებ რაიმე ინფორმაციის მოძიება ვერ შევძელით.

მთაწმინდის ოლქის პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრირებული კანდიდატები

ვლადიმერ კახაძე - „ქართული ოცნება”

სამუშაო გამოცდილება:

  • 1978 – 1979 წლებში მუშაობდა #1 კლინიკური საავადმყოფოს ექიმად.
  • 1979 – 1981 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე კლინიკური ორდინატორი.
  • 1981 – 1987 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიისა და სხივური დიაგნოსტიკის კათედრათა და ცენტრალური კლინიკური ლაბორატორიის ბაზაზე სტუდენტთა სასწავლო საკვლევი ბიუროს კურსის ხელმძღვანელად.
  • 1987 – 1991 წლებში იყო რესპუბლიკური დიაგნოსტიკური ცენტრის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი.
  • 1991 – 1993 წლებში მუშაობდა ექიმად სამედიცინო კომპანიაში „ოჯახი და ქორწინება“.
  • 1993 – 1998 წლებში იკავებდა სამედიცინო ცენტრ „ლაფორტუნადოს“ პრეზიდენტის თანამდებობას.
  • 1998 – 2002 წლებში იყო ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. ამავე პერიოდში საქართველოს თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტი.
  • 2002 – 2006 წლებში მუშაობდა სამედიცინო ცენტრ „ლაფორტუნადოს“ კონსულტანტად.
  • 2006 – 2012 წლებში იკავებდა სადაზღვეო კომპანია „ალდაგის“, „ჩემი ოჯახის კლინიკის“ კონსულტანტის პოზიციას.
  • 2012 – 2015 წლებში იყო სამედიცინო კომპანია „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიას“ კონსულტანტი.
  • 2015 წლიდან მუშაობს კლინიკა „მზერას“ კონსულტანტად.
  • 1995 წლიდან არის საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კორესპონდენტი.
  • 2008 წლიდან არის საქართველოს წმინდა ნინოს სახელობის ექიმთა საზოგადოების თავმჯდომარე.
  • 2010 წლიდან გაერთიანებულია საქართველოს მწერალთა კავშირში და გამოცემული აქვს სამი კრებული.
  • 2014 წლიდან იკავებს „განსაკუთრებული ჟურნალის“ ერთ-ერთი რედაქტორის პოზიციას.
  • 2016 წელს პარტიამ „მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისთვის” წარადგინა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად, სადაც მან ხმათა 2,65% (615 ხმა) მიიღო.

ქონება:

  • ვლადიმერ კახაძე საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზის თანახმად, უძრავ ქონებას არ ფლობს.

შემოწირულება:

  • ვლადიმერ კახაძემ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პარტია „მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისთვის” (პაატა ბურჭულაძე) სასარგებლოდ 60 000 ლარის ოდენობის შემოწირულება განახორციელა.

შალვა შავგულიძე - „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”

სამუშაო გამოცდილება:

  • საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი (2012 - 2016)
  • საქართველოს პროკურატურა, პროკურორი (1992 - 1994)
  • ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ მუშაკი (1988 - 1992)
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ლაბორანტი (1981 - 1983)
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციოლოგიის კვლევითი ლაბორატორია, ლაბორანტი (1981 - 1985)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლაბორანტი (1981)
  • სარემონტო-სამშენებლო სამმართველო, აღმრიცხველი (1976 - 1977)
  • საბჭოთა კავშირის მუსფონდის საქართველოს განყოფილების მებაღე (1976)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლაბორანტი (1974 - 1975)

ქონება:

  • ტაბახმელაში ფლობს ოთხი მიწის ნაკვეთს, რომელთა ჯამური ფართი 7000 კვ. მ.-მდეა
  • ბინა თბილისში 246 კვ.მ.
  • მიწის ნაკვეთები ამბროლაურში ჯამურად 3589 კვ.მ.
  • სახლი ამბროლაურში 180 კვ.მ.
  • სამი ავტოსადგური თბილისში

შემოწირულებები:

  • ჯამურად 5800 ლარი აქვს შეწირული „თავისუფალი დემოკრატებისთვის“.

ლევან იოსელიანი - დამოუკიდებელი კანდიდატი

საინიციატივო ჯგუფი: ალექსანდრე ელისაშვილი, ნათია ლილუაშვილი, ვახტანგ შურღაია, დავით აბდუშელიშვილი, ივანე ნორაკიძე

სამუშაო გამოცდილება:

  • 1999-2000 წლებში „საქართველოს ბანკში” იურისტად მუშაობდა.
  • 2000-2001 წლებში იყო „თიბისი ბანკის” მთავარი იურისტი.
  • 2001 – 2008 წლებში იურიდიული კომპანია „ასლანიშვილი და იოსელიანის” დამფუძნებელი, პარტნიორი და მთავარი იურისტი.
  • 2008-2016 წლებში დააარსა „ლევან იოსელიანის” იურიდიული კომპანია.
  • 2014 წელს იყო მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალექსანდრე ელისაშვილის, საარჩევნო შტაბის უფროსი.
  • 2016-2017 წლებში ილინოისის შტატში, ჩიკაგოში, მონაწილეობდა სასამართლოს მედიაციის პროგრამაში , როგორც მედიატორი.

ქონება:

  • უძრავი ქონება არ აქვს

კობა დავითაშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი

საინიციატივო ჯგუფი: ზურაბ მახარაძე, კონსტანტინე მორგოშია, გიორგი ქარდავა, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი

სამუშაო გამოცდილება:

  • საქართველოს VIII მოწვევის (2012-2016) პარლამენტის დეპუტატი
    “ქართული ოცნებიდან”;
  • საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრი (07.06.2008 - 20.06.2008)
    „გაერთიანებული ოპოზიციიდან “;
  • საქართველოს VI მოწვევის პარლამენტარი (22.04.2004 - 07.09.2006)
    “ ნაციონალური მოძრაობიდან“;
  • საქართველოს V მოწვევის პარლამენტის (20.11.1999 - 22.04.2004) წევრი
    „საქართველოს მოქალაქეთა კავშირიდან“;
  • თბილისის საკრებულოს წევრი (2010 - 2012 წწ);
  • თბილისის საკრებულო, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივი კომისიის თავმჯდომარე (1999);
  • შპს გარანტ-აუდიტის დირექტორი (1997 - 1999 წწ);
  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტ კონსულტანტი (1996 - 1997 წწ);
  • საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატა, იურისტი (1993 - 1994 წწ).

ქონება:

  • საკუთრებაში აქვს ბინა თბილისში, ფართი არ არის მითითებული.

გრიგოლ გეგელია - დამოუკიდებელი კანდიდატი

საინიციატივო ჯგუფი: ლევან ლორთქიფანიძე, ვლადიმერ პაპავა, თათია დოლიძე, ზურაბ ბაქრაძე, ესმა გუმბერიძე, ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი, ირაკლი კუპრაძე

სამუშაო გამოცდილება:

  • კავკასიის უნივერსიტეტი — ასისტენტ პროფესორი (2017 წლიდან - დღემდე);
  • საქართველოს უნივერსიტეტი — მოწვეული ლექტორი (2018 - დღემდე);
  • ინფორმაციული თავდაცვის ლეგიონი, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო — აშშ და ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი (2018 - დღემდე);
  • საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი — პროექტ „პოზიტიური ნაციონალური ნარატივის გაძლიერების” ადგილობრივი ექსპერტი (2018 - 2019);
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი — მოწვეული ლექტორი (2018)

ქონება:

  • გეგელიას სახელზე უძრავი ქონება არ ფიქსირდება.

სოფიო ხორგუანი - დამოუკიდებელი კანდიდატი

საინიციატივო ჯგუფი: ლელა ფირალიშვილი, გიორგი აბდალაძე,  კობა კვანტალიანი, გიორგი კერესელიძე, ლელა გაფრინდაშვილი,  მალხაზ თოფურია, ოთარ ტატიშვილი, რევაზ სტურუა

სამუშაო გამოცდილება:

  • 2009-2011 წწ. „რესპუბლიკური პოლიტიკური” საბჭოს წევრი;
  • 2007-2009 წწ. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე.

ქონება

  • შპს „7z“ 100% მესაკუთრე და დირექტორი;
  • ბინა თბილისში 70 კვ. მ.;
  • ავტოსადგომი თბილისში;
  • ოთხი ნაკვეთი ზურგოვანში ჯამურად 203 კვ.მ.

სხვა კანდიდატები:

  • ნიტა სიხარულიძე, „ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა”;
  • გიორგი ანდრიაძე, „თავისუფალი საქართველო”;
  • გიორგი ლილუაშვილი, „საქართველო”;
  • გიორგი შალიკაშვილი, „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”;
  • თებეა თენგიანი, „ახალი ქრისტიან‐დემოკრატები”;
  • მამუკა ტუსკაძე, „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის”;
  • ვალისა ღვინჯილია, „პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო”;
  • მიხეილ სალუაშვილი, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”;
  • ირმა რაზმაძე, „თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა”;
  • ჯემალ ნადარეიშვილი „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”;
  • გერმანე საბო, „გირჩი”;
  • ნოდარ ინანეიშვილი, „ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)”;
  • იოსებ კობერიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი (საინიციატივო ჯგუფი - შოთა კობერიძე,ნუნუ ფეიქრიშვილი, თამარ მუჩიაური, ლაშა კაიშაური, დოდო ელიაშვილი);
  • თამარ ალფაიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი (საინიციატივო ჯგუფი ‐ ლანა გალდავა, თათია მანაგაძე, დევიდ ლაბაძე, გიორგი მიქელაშვილი, ლიკა ცინცაძე).
Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“