სავარაუდო ზეწოლის ფაქტი ზუგდიდში
29 ოქტომბერი, 2016
დღეს, 29 ოქტომბერს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დაუკავშირდა მოქალაქე ნანა მოსიძე, რომელიც აცხადებს, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა “ქართული ოცნების” წარმომადგენლების რინოზი იკუჯავასა და კობა გორდულავას მიერ.
ნანა მოსიძის განცხადებით იგი არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიკროკოორდინატორი ქალაქ ზუგდიდში, თეთრი გიორგის ქუჩაზე. ქართული ოცნების წარმომადგნლები კი მისგან მოითხოვენ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის მან იმუშავოს “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, სანაცვლოდ კი ორი ათასი ლარის მიცემას შეპირდნენ. მოსიძე აცხადებს, რომ რინოზი ოკუჯავა მას არაერთხელ დაემუქრა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფაც.
წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ინციდენტები უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზე. მსგავს ფაქტებზე კი სახელმწიფოს მხრიდან დროული და ეფექტური რეაგირება ძალზე მნიშვნელოვანია. შესბამისად მოვუწოდებთ სამართალმდცავ ორგანოებს დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით, დაადგინონ შეესბამება თუ არა იგი სიმართლედ და მოახდინონ კანონით გათვალისწინებული რეაგირება.